პროექტები

#მიმდინარე

RISE საქართველო – უთანასწორობის შემცირება და კრიზისში მყოფ ქალთა მხარდაჭერის გაძლიერება

RISE საქართველო – უთანასწორობის შემცირება და კრიზისში მყოფ ქალთა მხარდაჭერის გაძლიერება

პროექტის მიზანი: მიზნობრივი სოციალური და ეკონომიკური მხარდაჭერით კრიზისში მყოფი ქალების და გოგონების გაძლიერება. პროექტის მონაწილეები არიან: ქალისა და კაცის მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები, იძულებით გადაადგილებული პირები (დევნილები) და მიგრანტები. 

პროექტის აღწერა: პროექტი ორი მთავარი მიმართულებით მუშაობს. ერთი მხრივ, ძლიერდება ინსტიტუციური თანამშრომლობა ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმებისა და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის გზით; მეორე მხრივ, ცვლილება მკვიდრდება სათემო დონეზე თვითდახმარების ჯგუფების (SHG), საკონსულტაციო ცენტრებისა და მიზნობრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიების მეშვეობით. ასეთი მრავალდონიანი მიდგომა უზრუნველყოფს, რომ პრევენცია, დაცვა და გაძლიერება არ იყოს მხოლოდ დროებითი ჩარევა, არამედ მყარად ინტეგრირდეს ადგილობრივ სისტემებსა და სათემო პრაქტიკაში.

დონორი ორგანიზაცია: ავსტრიის რესპუბლიკის სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის, ზრუნვისა და მომხმარებელთა დაცვის ფედერალური სამინისტრო.

პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები: პროექტი განხორციელდება საქართველოს სამარიტელთა კავშირთან (SSK), ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, ბიზნესთან, კომპანიებთან და პროექტის სამიზნე რეგიონებში ამ თემაზე მომუშავე სხვა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

პროექტის ხანგრძლივობა:  2024 – 2026

პროექტის სამიზნე რეგიონები: აჭარის, სამეგრელოს და გურიის რეგიონები

სხვა პროექტები