პროექტები

#მიმდინარე

ერთად შევძლებთ - თანამშრომლობა გადაუდებელი სიტუაციებისას რეგიონში

ერთად შევძლებთ - თანამშრომლობა გადაუდებელი სიტუაციებისას რეგიონში

2021 წლის თებერვლიდან, ASB-ს ოფისი საქართველოში ახორციელებს პროექტის - „ერთად შევძლებთ - თანამშრომლობა გადაუდებელი სიტუაციებისას საქართველოსა და სომხეთში”, რომელიც დაფინანსებულია ევროპის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის (ECHO) მიერ. პროექტის ძირითადი მიზანია კატასტროფის რისკის მართვის სისტემის გაუმჯობესება, შესაძლებლობების განვითარების და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის მექანიზმების შექმნით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია სომხეთსა და საქართველოში საგანგებო სიტუაციების დროს ჯანდაცვის მიმართულებაზე. 

პროექტის კონკრეტული მიზნები:

1) საქართველოსა და სომხეთის გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფებს (EMT) უფრო ეფექტურად შეუძლიათ უპასუხონ სხვადასხვა ტიპის გადაუდებელ სიტუაციას კატასტროფის დროს.

2) პროექტი ხელს შეუწყობს საზღვრისპირა თანამშრომლობასა და კოორდინაციას სომხეთისა და საქართველოს გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფებს (EMT) შორის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების დროს.

პროექტის მოსალოდნელი შედეგები:

1) კატასტროფის რისკის მართვის სისტემის გაუმჯობესება, საქართველოსა და სომხეთის გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფების (EMT) შესაძლებლობების განვითარების მიზნით.

2) შეიქმნება ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის პლატფორმა, რომლის მიზანია საქართველოსა და სომხეთის შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და ორ ქვეყანას შორის ეფექტური კომუნიკაციისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა ტრანსსასაზღვრო გადაუდებელი სიტუაციების დროს. 

3) გაუმჯობესდება ტრანსსასაზღვრო და რეგიონალური თანამშრომლობა კატასტროფების რისკის შემცირებისა და ჯანდაცვის სექტორში სამხრეთ კავკასიის რეგიონში. 

პროექტის ბოლოს, საქართველოსა და სომხეთის გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფები (Emergency Medical Teams) გაივლიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გლობალური კლასიფიკაციის პროცესს.

დონორი ორგანიზაცია: ევროკომისიის სამოქალაქო უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დახმარების გენერალური დირექტორატის (DG ECHO).

პროექტის ზანგრძლივობა: 3 წელი (1 თებერვალი 2021 – 31 იანვარი 2024)

სხვა პროექტები