14 თებერვალს, გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ერნსტ პეტერ ფიშერი ASB საქართველოს ოფისს ეწვია. ASB საქართველოს წარმომადგენლები, პროექტების ბენეფიციარები (ფულადი დახმარების პროგრამა, “Winterization”, საზაფხულო სკოლა), Unite Together ორგანიზაციისა და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ შეხვედრას. ვიზიტის ფარგლებში, ბენეფიციარებმა ვრცლად ისაუბრეს ამჟამინდელ საცხოვრებელ პირობებზე, იმ სირთულეებზე, რასაც ახლავს უცხო ქვეყანაში ცხოვრება, მხარდაჭერის სისტემასა და მომავლის გეგმებზე. ASB საქართველოს დირექტორმა, კლემენს ფონ ჰეიმენდალმა განიხილა პროგრამების განხორციელების ტექნიკური დეტალები და გაწეული დახმარება.

ბენეფიციარებმა ელჩს მადლობა გადაუხადეს გერმანიის მიერ გაწეული დახმარებისთვის და აღნიშნეს ქართული მხარის მზაობა დაეხმარონ უკრაინელ მოქალაქეებს საქართველოში. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლებმა ასევე განიხილეს უკრაინელების სახელმწიფოს მხარდაჭერა, არსებული მდგომარეობა, მათი ჩართულობა და სხვა დეტალები. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოხატეს სურვილი განაგრძონ თანამშრომლობა.
ASB საქართველო, გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტროსა და Aktion Deutschland Hilft-ის ფინანსური მხარდაჭერით, ასევე People in Need (PIN), Unite Together, საქართველოს სამარიტელთა კავშირისა და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან პარტნიორობით, ახორციელებს სამ პროგრამას (ფულადი მხარდაჭერის პროგრამა, Winterization, საზაფხულო) უკრაინელების მხარდასაჭერად საქართველოში.
საკუთარი სახლის, წარმატებული ბიზნესისა და წლების განმავლობაში შექმნილი ცხოვრების უკან დატოვება არასოდეს არის ადვილი. თუმცა, როდესაც უკრაინაში დაწყებულმა ომმა ალისა და მისი ოჯახი სამშობლოს დატ
საქართველომ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ ეტაპს მიაღწია საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნის ეროვნული სისტემის გაძლიერების მიმართულებით.
Last week, ASB welcomed Mr. Bernd Ilg, ASB Desk Officer for the Caucasus and Deputy Head of Foreign Aid at ASB Headquarters, to Armenia for a field visit focused on reviewing the progress and
ASB-მ გუნდის განვითარების მიზნით მორიგი გუნდური აქტივობა გამართა, რომელიც სამუშაო გარემოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უნარს: კომუნიკაციას დაეთმო.
2026 წლის 3, 4 და 5 ივნისს, ASB საქართველომ, SSK-თან პარტნიორობით, პროექტ "RISE"-ის ფარგლებში