სიახლეები

სიახლეები

ახალი ცხოვრების დასაწყისი ASB-ის პროფესიული განათლებისა და გადამზადების პროგრამის მეშვეობით

საკუთარი სახლის, წარმატებული ბიზნესისა და წლების განმავლობაში შექმნილი ცხოვრების უკან დატოვება არასოდეს არის ადვილი. უკრაინაში დაწყებულმა ომმა ალისას და მისი ოჯახს სამშობლოს დატოვება აიძულა. შვილებისთვის უსაფრთხო გარემოს ძიებაში ისინი საქართველოში, ზუგდიდში ჩამოვიდნენ, იმ იმედით, რომ შეძლებდნენ ყველაფრის თავიდან დაწყებას.

ომამდე ალისა და მისი ოჯახი ბოსტნეულისა და ციტრუსების მაღაზიებს, ასევე სილამაზის სალონს ფლობდნენ. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კი ცხოვრების დაწყება სრულიად ნულიდან მოუწიათ.

ახალი შესაძლებლობების ძიებისას ალისამ ინტერნეტში ASB-ის პროფესიული განათლებისა და გადამზადების (VET) პროგრამის შესახებ შეიტყო. მან განაცხადი შეავსო და მალევე კურსის მონაწილე გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცის თმის შეჭრის მიმართულებით უკვე ჰქონდა პროფესიული გამოცდილება, ალისას სურდა ცოდნის გაფართოება და ქალის თმის სტილისტის პროფესიის დაუფლება. სასწავლო კურსის განმავლობაში მან შეიძინა ახალი პროფესიული უნარები, დაეუფლა თანამედროვე ტექნიკებს, მიიღო საქმიანობისთვის საჭირო პროფესიული ინსტრუმენტები და სწავლობდა გარემოში, სადაც მუდმივად გრძნობდა მხარდაჭერასა და წახალისებას.

VET-ის პროგრამამ ალისას მხოლოდ პროფესიული ცოდნა არ შესძინა. ის მისთვის საკუთარი შესაძლებლობების დაჯერების, რწმენის აღდგენისა და ახალ საზოგადოებაში ინტეგრაციის მნიშვნელოვანი ეტაპიც გახდა. პროგრამის ფარგლებში მან მეგობრები გაიჩინა, თავდაჯერება დაიბრუნა და თანდათან იგრძნო, რომ ახალ გარემოში საკუთარი ადგილი იპოვა.

„პირველი დღიდანვე ვიგრძენი, რომ აქ მიმიღეს და მხარს მიჭერდნენ. VET-ის პროგრამამ გაცილებით მეტი მომცა, ვიდრე მხოლოდ პროფესიული ცოდნა. მან საკუთარი თავის რწმენა დამიბრუნა, დამეხმარა ახალი ადამიანების გაცნობაში და მაჩვენა, რომ ახალ საზოგადოებაშიც შემიძლია საკუთარი ადგილის პოვნა,“ — ამბობს ალისა.

მისმა მონდომებამ და შრომამ შედეგი მალევე გამოიღო. კურსის დასრულების შემდეგ იმ სილამაზის სალონის მფლობელმა, სადაც პრაქტიკულ სწავლებას გადიოდა, სამსახური შესთავაზა. დღეს ალისა იმავე სალონში თმის სტილისტად მუშაობს. კურსზე მიღებული ცოდნა მისთვის არა მხოლოდ სტაბილური შემოსავლის წყარო, არამედ ახალი ცხოვრების მტკიცე საფუძველი გახდა.

„როდესაც კურსის დასრულების შემდეგ სამსახური შემომთავაზეს, ვიგრძენი, რომ ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ამან მომცა იმედი და მოტივაცია, რომ მომავალს ოპტიმისტურად შევხედო,“ — ამბობს ის.

დღეს ალისა სხვა ქალებსაც მოუწოდებს, არ გაუშვან ხელიდან მსგავსი შესაძლებლობა.

„ყველა ქალს, რომელიც VET პროგრამაში მონაწილეობაზე ფიქრობს, ვურჩევ, არ შეეშინდეს პირველი ნაბიჯის გადადგმის. ახალი უნარების შეძენა ახალ შესაძლებლობებს გიხსნის, გაძლევს თავდაჯერებას და ნამდვილად შეუძლია შეცვალოს შენი ცხოვრება.“

შენიშვნა: ბენეფიციარის კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, გამოყენებულია შეცვლილი სახელი — „ალისა“. ასევე, შეცვლილია რამდენიმე პირადი დეტალი, რათა დაცული იყოს მისი ანონიმურობა, თუმცა სრულად შენარჩუნდეს მისი გამოცდილებისა და ASB-ის პროფესიული განათლებისა და გადამზადების (VET) პროგრამის გავლენის არსი. 

VET პროგრამა განხორციელებულია პროექტ RISE საქართველო: "უთანასწორობის შემცირება და კრიზისში მყოფ ქალთა მხარდაჭერის გაძლიერება" ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ავსტრიის რესპუბლიკის სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის, ზრუნვისა და მომხმარებელთა დაცვის ფედერალური სამინისტროსა და ASB გერმანიის მიერ.

სხვა სიახლეები

საქართველოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდს საერთაშორისო კლასიფიკაცია მიენიჭა

საქართველოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდს საერთაშორისო კლასიფიკაცია მიენიჭა

საქართველომ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ ეტაპს მიაღწია საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნის ეროვნული სისტემის გაძლიერების მიმართულებით.

ASB-ის სათაო ოფისის წარმომადგენელი სომხეთში ELSI პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს ეწვი

ASB-ის სათაო ოფისის წარმომადგენელი სომხეთში ELSI პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს ეწვი

Last week, ASB welcomed Mr. Bernd Ilg, ASB Desk Officer for the Caucasus and Deputy Head of Foreign Aid at ASB Headquarters, to Armenia for a field visit focused on reviewing the progress and

გუნდის გაძლიერება ეფექტური კომუნიკაციით

გუნდის გაძლიერება ეფექტური კომუნიკაციით

ASB-მ გუნდის განვითარების მიზნით მორიგი გუნდური აქტივობა გამართა, რომელიც სამუშაო გარემოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უნარს: კომუნიკაციას დაეთმო.

RISE Georgia: ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის დასავლეთ საქართველოში მრავალმხრივი შეხვედრები და გამოფენები გაიმართა

RISE Georgia: ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის დასავლეთ საქართველოში მრავალმხრივი შეხვედრები და გამოფენები გაიმართა

2026 წლის 3, 4 და 5 ივნისს, ASB საქართველომ, SSK-თან პარტნიორობით, პროექტ "RISE"-ის  ფარგლებში

ASB საქართველო პროფესიული განათლების პროგრამას სამეგრელოს რეგიონში იწყებს

ASB საქართველო პროფესიული განათლების პროგრამას სამეგრელოს რეგიონში იწყებს

RISE პროექტის — უთანასწორობის შემცირება და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ქალების გაძლიერების მხარდაჭერა — ფარგლებში, ASB სამეგრელოს რეგიონში პროფესიული განათლების (VET) კომპონენტის განხორციელე