ASB-მ გუნდის განვითარების მიზნით მორიგი გუნდური აქტივობა გამართა, რომელიც სამუშაო გარემოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უნარს: კომუნიკაციას დაეთმო.
კომუნიკაცია წარმატებული გუნდის საფუძველია. სწორედ ის ქმნის ნდობას, აძლიერებს თანამშრომლობას და ხელს უწყობს საერთო მიზნების მიღწევას. აღნიშნულმა ტრენინგებმა ASB-ის გუნდის წევრებს შესაძლებლობა მისცა, კიდევ უფრო გაეღრმავებინათ კომუნიკაციის უნარები და ხელი შეეწყოთ ისეთი სამუშაო გარემოს ჩამოყალიბებისთვის, რომელიც ეფუძნება თანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემას.
აქტივობების ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს სამუშაო კომუნიკაციის რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე, მათ შორის: კომუნიკაციაზე სტრესულ და დაძაბულ სიტუაციებში, ინფორმაციის ეფექტიან გაცვლასა და კომუნიკაციის პროცესში არსებული ბარიერების დაძლევაზე, ასევე ნდობის მნიშვნელობაზე ყოველდღიურ საქმიანობაში. პრაქტიკული სავარჯიშოებისა და გუნდური დისკუსიების საშუალებით, მონაწილეებმა უკეთ დაინახეს, თუ როგორ უწყობს ხელს ეფექტიანი კომუნიკაცია ძლიერი პროფესიული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებასა და გამოწვევების უფრო წარმატებით გადალახვას.
ASB ადამიანური რესურსების განვითარებაში ინვესტირებითა და ეფექტიანი კომუნიკაციის კულტურის გაძლიერებით აგრძელებს ისეთი სამუშაო გარემოს შექმნას, რომელიც უფრო ერთიანი, მდგრადი და შედეგზე ორიენტირებულია. ეს კი ორგანიზაციას საშუალებას აძლევს უკეთესად მიაღწიოს დასახულ მიზნებს.
მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისა და მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელმაც ეს შეხვედრა საინტერესო, სასარგებლო და შთამაგონებელ გამოცდილებად აქცია.

საკუთარი სახლის, წარმატებული ბიზნესისა და წლების განმავლობაში შექმნილი ცხოვრების უკან დატოვება არასოდეს არის ადვილი. თუმცა, როდესაც უკრაინაში დაწყებულმა ომმა ალისა და მისი ოჯახი სამშობლოს დატ
საქართველომ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ ეტაპს მიაღწია საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნის ეროვნული სისტემის გაძლიერების მიმართულებით.
Last week, ASB welcomed Mr. Bernd Ilg, ASB Desk Officer for the Caucasus and Deputy Head of Foreign Aid at ASB Headquarters, to Armenia for a field visit focused on reviewing the progress and
2026 წლის 3, 4 და 5 ივნისს, ASB საქართველომ, SSK-თან პარტნიორობით, პროექტ "RISE"-ის ფარგლებში
RISE პროექტის — უთანასწორობის შემცირება და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ქალების გაძლიერების მხარდაჭერა — ფარგლებში, ASB სამეგრელოს რეგიონში პროფესიული განათლების (VET) კომპონენტის განხორციელე