სიახლეები

სიახლეები

სომხეთში გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფის(EMT) წევრებისთვის სრულმასშტაბიანი სწავლება ჩატარდა

18–19 დეკემბერს, ASB-მ სომხეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის სამინისტროსთან პარტნიორობით სომხეთში გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფის(EMT) წევრებისთვის სრულმასშტაბიანი სწავლება ჩატარდა, რომელიც მიმართული იყო გადაუდებელი სამედიცინო რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერებაზე.
           
სწავლების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პრაქტიკაში გამოეყენებინათ ის უნარები, მათ შორის სტანდარტული საოპერაციო პროცედურები და ცოდნა, რომელიც EMT-ის შესაძლებლობების გაძლიერების წინა ტრენინგების დროს მიიღეს. სიმულაცია დაფუძნებული იყო საქართველოში მომხდარი მასშტაბური მიწისძვრის სცენარზე, რაც ქმნიდა რეალისტურ და მაღალი დატვირთვის მქონე საოპერაციო გარემოს.
            
სცენარი ითვალისწინებდა საერთაშორისო რეაგირების მისიის ფარგლებში მცირე მასშტაბის განთავსების ციკლის სიმულაციას, რომელიც მორგებული იყო სომხეთის EMT ტიპი 1-ის შესაძლებლობებზე. კლინიკური ოპერაციების გარდა, სწავლება მოიცავდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გამოწვევებსა და მონაწილეებს ავალდებულებდა ადაპტაციას რთულ, მრავალფეროვან და მრავალდონიან საოპერაციო კონტექსტში.
               
ღონისძიება გაიმართა პროექტის "ერთად შევძლებთ - თანამშრომლობა გადაუდებელი სიტუაციებისას რეგიონში" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკომისიის სამოქალაქო უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დახმარების გენერალური დირექტორატის (DG ECHO) მიერ.
        

სხვა სიახლეები

ახალი ცხოვრების დასაწყისი ASB-ის პროფესიული განათლებისა და გადამზადების პროგრამის მეშვეობით

ახალი ცხოვრების დასაწყისი ASB-ის პროფესიული განათლებისა და გადამზადების პროგრამის მეშვეობით

საკუთარი სახლის, წარმატებული ბიზნესისა და წლების განმავლობაში შექმნილი ცხოვრების უკან დატოვება არასოდეს არის ადვილი. თუმცა, როდესაც უკრაინაში დაწყებულმა ომმა ალისა და მისი ოჯახი სამშობლოს დატ

საქართველოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდს საერთაშორისო კლასიფიკაცია მიენიჭა

საქართველოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდს საერთაშორისო კლასიფიკაცია მიენიჭა

საქართველომ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ ეტაპს მიაღწია საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნის ეროვნული სისტემის გაძლიერების მიმართულებით.

ASB-ის სათაო ოფისის წარმომადგენელი სომხეთში ELSI პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს ეწვი

ASB-ის სათაო ოფისის წარმომადგენელი სომხეთში ELSI პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს ეწვი

Last week, ASB welcomed Mr. Bernd Ilg, ASB Desk Officer for the Caucasus and Deputy Head of Foreign Aid at ASB Headquarters, to Armenia for a field visit focused on reviewing the progress and

გუნდის გაძლიერება ეფექტური კომუნიკაციით

გუნდის გაძლიერება ეფექტური კომუნიკაციით

ASB-მ გუნდის განვითარების მიზნით მორიგი გუნდური აქტივობა გამართა, რომელიც სამუშაო გარემოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უნარს: კომუნიკაციას დაეთმო.

RISE Georgia: ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის დასავლეთ საქართველოში მრავალმხრივი შეხვედრები და გამოფენები გაიმართა

RISE Georgia: ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის დასავლეთ საქართველოში მრავალმხრივი შეხვედრები და გამოფენები გაიმართა

2026 წლის 3, 4 და 5 ივნისს, ASB საქართველომ, SSK-თან პარტნიორობით, პროექტ "RISE"-ის  ფარგლებში