სიახლეები

 სიახლეები

ASB-ის წარმომადგენლების შეხვედრები სომხეთში

ASB-ის წარმომადგენლებმა მორიგი ნაყოფიერი შეხვედრა გამართეს სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან. განხილვის მთავარი თემები იყო სომხეთის საგანგებო სამედიცინო ჯგუფის (EMT) ფორმალური დაფუძნება და სამართლებრივი ჩარჩოს გადახედვა.
           
შეხვედრაზე ასევე შეფასდა სომხეთის EMT-ის ამჟამინდელი შესაძლებლობები და მზაობა, მათ შორის არსებული აღჭურვილობა, ეროვნული და საერთაშორისო დანიშნულების მექანიზმები, ასევე ძირითადი და როტაციული წევრების გადამზადების გეგმები. მხარეები შეთანხმდნენ, თანამშრომლობის მომდევნო ნაბიჯებზე, რომლებიც მოიცავს ფართო-მასშტაბური წვრთნებს, საზღვრისპირა სამუშაო შეხვედრასა და ჯანმოს წინასწარი ვერიფიკაციის ვიზიტისთვის მზადებას.
         
შეხვედრა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია DG ECHO-ს დაფინანსებული პროექტის - „ ერთად შევძლებთ - თანამშრომლობა გადაუდებელი სიტუაციებისას რეგიონში: საქართველოსა და სომხეთში“ - ფარგლებში. ამ ინიციატივის საშუალებით, ASB აგრძელებს ეროვნულ უწყებებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობას საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნის გაუმჯობესების, კოორდინაციის მექანიზმების გამყარებისა და სწრაფი რეაგირების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით სამხრეთ კავკასიაში.

სხვა სიახლეები

"მე ვამაყობ, რომ ..."

"მე ვამაყობ, რომ ..."

ინიციატივის „მე ვამაყობ, რომ" ფარგლებში, ვაღიარებთ ძალადობის მსხვერპლების სიმტკიცეს, გამძლეობასა და სიძლიერეს. ამ ინიციატივის მიზანია, შიშთან ბრძოლა და სიჩუმიდან მოქმედებაზე გადასვლა

ASB-ის საშობაო ხელოვნების კლასები დაიწყო

ASB-ის საშობაო ხელოვნების კლასები დაიწყო

ყოველ შაბათს, ხელოვნების კლასზე ბავშვები ამზადებენ საახალწლო თემატიკის ნახატებსა და ხელნაკეთ დეკორაციებს. ყველა საჭირო მასალა და კლასებში მონაწილეობა უფასოა.

25 ნოემბერი - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა

25 ნოემბერი - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა

კამპანიის მთავარი თემით – „მე ვამაყობ, რომ ...“ –ყველას მოვუწოდებთ, ერთად აღვნიშნოთ და დავაფასოთ ძალადობის მსხვერპლების სიმამაცე და ძალა. ამ კამპანიის მიზანია, მეტი ყურადღება დავუთმოთ მოქმედე

ASB-ის რეგიონული დირექტორი დასავლეთ საქართველოს სტუმრობდა

ASB-ის რეგიონული დირექტორი დასავლეთ საქართველოს სტუმრობდა

მონაწილეებმა ისაუბრეს, თუ როგორ გაზარდა პროფესიული განათლების (VET) ტრენინგებმა მათი თავდაჯერებულობა და გაამარტივა ყოველდღიური ცხოვრება. მიღებული უნარებისა და მხარდაჭერის წყალობით, ქალები უფრ

34 წლის ქალის ისტორია სამეგრელოდან - პროექტი: RISE საქართველო

34 წლის ქალის ისტორია სამეგრელოდან - პროექტი: RISE საქართველო

ASB-ის მიმდინარე პროექტით - „RISE საქართველო – უთანასწორობის შემცირება და კრიზისში მყოფ ქალთა მხარდაჭერის გაძლიერება”, რომელსაც ავსტრიის რესპუბლიკის სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის, ზრუნვისა დ