სიახლეები

 სიახლეები

განათლება და მეგობრობა: მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკრაინელი ბავშვების ინტეგრაციისთვის საქართველოში

„ჩემი შვილები ASB-ის უფასო ონლაინ სასწავლო კლასებს ესწრებიან, ეს მათ ძალიან ეხმარება სასწავლო პროცესში და ძალიან მოსწონთ კიდეც. ASB-ის წყალობით მათ ასევე აქვთ შესაძლებლობა განიტვირთონ მეგობრებთან ერთად. ASB-ის საბავშვო ღონისძიებებზე ისინი იცნობენ ქართველ თანატოლებს, რაც ხელს უწყობს მათ ინტეგრაციას, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, ამბობს ოქსანა, 8 წლის იანასა და 12 წლის იაროსლავის დედა. ხერსონიდან, უკრაინიდან 2022 წელს გამოექცნენ ომს და თბილისის გარეუბანში ცხოვრეობენ უკვე 3 წელზე მეტია.

             

იანა და იაროსლავი თბილისში სკოლაში უკრაინულ სექტორზე სწავლობენ, იანა მესამე კლასშია, იაროსლავი კი მეშვიდეში. ორივეს უყვარს სკოლა, მათ უკვე ბევრი მეგობარი ჰყავთ. უკვე 5 თვეა რაც დამატებით ASB-ის ონლაინ კლასებსაც ესწრებიან, სწავლობენ ინგლისურს.

                

             

               

„ძალიან ბევრი მეგობარი მყავს,“ — ამბობს იაროსლავი ღიმილიანი სახით. „ჩემი კლასში ექვსი ბიჭი და ხუთი გოგოა. ASB-ის ინგლისურის გაკვეთილები მხიარულია, მასწავლებელი საინტერესო ფაქტებს გვიყვება და გვეხმარება ენის შესწავლაში.  ატმოსფერო ძალიან მეგობრულია და მეც ძალიან მომწონს ჩემი მეგობრებთან ერთად სწავლა.“

იანა, მისი პატარა და ძმას ეთანხმება და ამატებს:


„ვისწავლე ბევრი ახალი ინგლისური სიტყვა, რაც ადრე არ ვიცოდი. ჩვენი მასწავლებელი ძალიან კეთილია, არასოდეს ბრაზდება და ყველაფერს მოთმინებით გვიხსნის”

        

              

           

ბავშვები აქტიურად მონაწილეობენ ASB-ის ბავშვთა ღონისძიებებშიც, რომლებიც მზიურისა და კიკვიძის პარკებში ჩატარდა. მხიარული აქტივობებით ბავშვები სხვა თანატოლებს უახლოვდებიან.

             

იაროსლავს ქართველი მეგობრებიც ჰყავს.
„მე მყავს ქართველი მეგობრებიც. ფეხბურთს ვთამაშობთ ერთად. მე ვსწავლობ უკრაინულ სექტორში, ხოლო ჩემი მეგობარი - ქართულში. ვსწავლობ ქართულს, მან რუსულს იცის, ასე ვახერხებთ ურთიერთობას.“

          

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ASB-ის უფასო ონლაინ გაკვეთილები 700-ზე მეტ მოსწავლეს განვითარებასა და წარმატების მიღწევაში დაეხმარა.

               

შემოურთდით უფასო გაკვეთილებს ქართულში, ინგლისურში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში და IT-ში , კლასები ღიაა ბავშვებისთვის (7–18 წლამდე) და უფროსებისთვის.


✨იყავი შემდეგი!

         

მიჰყევი შესაბამის ბმულს და გაიარე შემოუერთდი ASB-ის უფასო სასწავლო პროგრამას:

          

🔗ბავშვებისთვის: https://forms.gle/t3FdVT1wfkdcxVpbA

🔗ზრდასრულებისთვის: https://forms.gle/CsGSZYyGcL6MtQfe9

           

სხვა სიახლეები

"მე ვამაყობ, რომ ..."

"მე ვამაყობ, რომ ..."

ინიციატივის „მე ვამაყობ, რომ" ფარგლებში, ვაღიარებთ ძალადობის მსხვერპლების სიმტკიცეს, გამძლეობასა და სიძლიერეს. ამ ინიციატივის მიზანია, შიშთან ბრძოლა და სიჩუმიდან მოქმედებაზე გადასვლა

ASB-ის საშობაო ხელოვნების კლასები დაიწყო

ASB-ის საშობაო ხელოვნების კლასები დაიწყო

ყოველ შაბათს, ხელოვნების კლასზე ბავშვები ამზადებენ საახალწლო თემატიკის ნახატებსა და ხელნაკეთ დეკორაციებს. ყველა საჭირო მასალა და კლასებში მონაწილეობა უფასოა.

25 ნოემბერი - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა

25 ნოემბერი - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა

კამპანიის მთავარი თემით – „მე ვამაყობ, რომ ...“ –ყველას მოვუწოდებთ, ერთად აღვნიშნოთ და დავაფასოთ ძალადობის მსხვერპლების სიმამაცე და ძალა. ამ კამპანიის მიზანია, მეტი ყურადღება დავუთმოთ მოქმედე

ASB-ის რეგიონული დირექტორი დასავლეთ საქართველოს სტუმრობდა

ASB-ის რეგიონული დირექტორი დასავლეთ საქართველოს სტუმრობდა

მონაწილეებმა ისაუბრეს, თუ როგორ გაზარდა პროფესიული განათლების (VET) ტრენინგებმა მათი თავდაჯერებულობა და გაამარტივა ყოველდღიური ცხოვრება. მიღებული უნარებისა და მხარდაჭერის წყალობით, ქალები უფრ

34 წლის ქალის ისტორია სამეგრელოდან - პროექტი: RISE საქართველო

34 წლის ქალის ისტორია სამეგრელოდან - პროექტი: RISE საქართველო

ASB-ის მიმდინარე პროექტით - „RISE საქართველო – უთანასწორობის შემცირება და კრიზისში მყოფ ქალთა მხარდაჭერის გაძლიერება”, რომელსაც ავსტრიის რესპუბლიკის სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის, ზრუნვისა დ