სიახლეები

სიახლეები

გაიღრმავე ცოდნა ASB-ს უფასო სასწავლო პროგრამით

„უკვე ერთი წელია, რაც ASB-ის IT კურსზე "პითონს" ვსწავლობ. შემიძლია მარტივი პროგრამების შექმნა, ცოტა ხნის წინ კი, პატარა კომპანიისთვის კოდიც დავწერე,“-  ამბობს 15 წლის დანიელი.

         

IT-ს გარდა, დანიელი ASB-ის ონლაინ გაკვეთილებზე მათემატიკის, ქიმიისა და ფიზიკის გაკვეთილებსაც ესწრება. ASB-ის უფასო, ონლაინ სწავლების პროგრამა უკვე ერთი წელია მიმდინარეობს და 700-ზე მეტ მონაწილეს აერთიანებს. 7-დან 18 წლამდე ბავშვებსა და უფროსებს შეუძლიათ შეისწავლონ ქართული, ინგლისური, საბუნებისმეტყველო საგნები და IT.

           

„სწავლის პროცესი ძალიან მომწონს,“ - გვიზიარებს დანიელი. ის დედასთან, კატერინასთან, და 9 წლის ძმასთან, დმიტროსთან ერთად თბილისში ცხოვრობს. ოჯახი ,რომელიც უკრაინიდან 2022 წლის მარტში წამოვიდა, უკვე ორ-წელიწადნახევარზე მეტია საქართველოშია. ბიჭები თბილისის ერთ-ერთ სკოლაში უკრაინულ სექტორზე სწავლობენ.

   

ASB-ის ონლაინ გაკვეთილების საშუალებით ძმებს შესაძლებლობა აქვთ სასკოლო პროგრამას არ ჩამორჩნენ და ახალი უნარები განივითარონ.

         

დანიელის ბუნებისმეტყველებისა და IT-ის ონლაინ კურსებს ესწრება, ხოლო დმიტრო ინგლისურისა და ბავშვებისთვის შექმნილ IT გაკვეთილებს, სადაც პროგრამირების საფუძვლებს Scratch პლატფორმის მეშვეობით სწავლობს.

       

ოჯახი ჯერ კიდევ გადის ადაპტაციის გზას საქართველოში, რომელიც სავსეა გამოწვევებით.

„წინა წელს, ASB-ის კურსზე ქართულ ენას ვსწავლობდი. სამწუხაროდ, დროის სიმცირის გამო ვეღარ გავაგრძელე, თუმცა ვისწავლე წერა-კითხვა,“ - ამბობს კატერინა. „ასევე ვისწავლე რამდენიმე საბაზისო ფრაზა ქართულად: “გამარჯობა”, “გმადლობთ” და “აქ გააჩერეთ, თუ შეიძლება”. ჩემი ოჯახი და მეც, ძალიან მადლიერები ვართ ASB-ის მხარდაჭერისთვის - განსაკუთრებით ონლაინ საგანმანათლებლო პროგრამისთვის.“

     

მსურველებს ASB-ის ონლაინ სასწავლო პროგრამაზე რეგისტრაცია შეუძლიათ.  

თუ გსურთ ცოდნის გაღრმავება ინგლისურში, ქართულში, მათემატიკაში, ქიმიაში, ფიზიკაში ან გინდათ შეისწავლო ახალი პროფესია, მაგალითად IT - შემოუერთდი ჩვენს უფასო ონლაინ გაკვეთილებს.


საგაკვეთილო კალენდარს გაეცანით ბულზე:  https://www.facebook.com/share/p/17FWjYyFNH/

     

გახდი შემდეგი მონაწილე - გადადი ბმულებზე და შემოუერთდი ASB-ის უფასო გაკვეთილებს:
🔗ბავშვებისთვის: https://forms.gle/t3FdVT1wfkdcxVpbA

🔗ზრდასრულებისთვის: https://forms.gle/CsGSZYyGcL6MtQfe9

სხვა სიახლეები

გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფების გაძლიერება: ASB-მ მონაწილეობა მიიღო WHO-ს რეგიონალური შეხვედრაში

გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფების გაძლიერება: ASB-მ მონაწილეობა მიიღო WHO-ს რეგიონალური შეხვედრაში

2026 წლის 27-29 იანვარს ASB-იმ საქართველოსა და სომხეთში მონაწილეობა მიიღო WHO-ს სასწრაფო სამედიცინო ჯგუფების (EMT) რეგიონულ შეხვედრაში, რომელიც მადრიდში გაიმართა. ღონისძიება ორგანიზრებული იყო

კონკურსი  -  ქალთა პროფესიული გადამზადების ხელშეწყობა

კონკურსი - ქალთა პროფესიული გადამზადების ხელშეწყობა

კონკურსის მიზანია ბენეფიციარების მხარდაჭერა პროფესიული უნარებისა და პრაქტიკული ცოდნის შეძენაში, რაც გაზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობას და გააუმჯობესებს შრომის ბაზარზე წვდომას.

სომხეთში გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფის(EMT) წევრებისთვის სრულმასშტაბიანი სწავლება ჩატარდა

სომხეთში გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფის(EMT) წევრებისთვის სრულმასშტაბიანი სწავლება ჩატარდა

სწავლების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პრაქტიკაში გამოეყენებინათ ის უნარები, მათ შორის სტანდარტული საოპერაციო პროცედურები და ცოდნა, რომელიც EMT-ის შესაძლებლობების გაძლიერების წი

"მე ვამაყობ, რომ ..."

"მე ვამაყობ, რომ ..."

ინიციატივის „მე ვამაყობ, რომ" ფარგლებში, ვაღიარებთ ძალადობის მსხვერპლების სიმტკიცეს, გამძლეობასა და სიძლიერეს. ამ ინიციატივის მიზანია, შიშთან ბრძოლა და სიჩუმიდან მოქმედებაზე გადასვლა

ASB-ის საშობაო ხელოვნების კლასები დაიწყო

ASB-ის საშობაო ხელოვნების კლასები დაიწყო

ყოველ შაბათს, ხელოვნების კლასზე ბავშვები ამზადებენ საახალწლო თემატიკის ნახატებსა და ხელნაკეთ დეკორაციებს. ყველა საჭირო მასალა და კლასებში მონაწილეობა უფასოა.