2012 წლიდან, ASB საქართველო და სომხეთი უსაფრთხო და მდგრადი გარემოს უზრუნველსაყოფად კატასტროფების რისკის შემცირების (DiDRR და DRR) პროექტებს ახორციელებს. ჩვენ ვეხმარებით, სხვადასხვა თემის წარმომადგენელებს იყვნენ დაცულები და მზად, რომ ეფექტიანად უპასუხონ საგანგებო სიტუაციებს.
სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ჩვენ ვაძლიერებთ ბავშვებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, აგრეთვე ქალაქისა და სოფლის მცხოვრებლებს, რომ თავად აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე. საქართველოში ბოლო წლების მანძილზე, 53 500-მა სკოლამდელი ასაკის ბავშვმა გაიარა კატასტროფებისადმი მზადყოფნის სწავლება, რომელიც რეაგირებასთან ერთად, შესაძლებლობის შემთხვევაში, პრევენციასაც ასწავლიდა. ბავშვები ხდებიან პატარა ელჩები, რომლებიც საკუთარ ოჯახებში გადააქვთ მიღებული ცოდნა და ხელს უწყობენ ცნობიერების ამაღლებას- ეს მათთვის ძალიან სასიამოვნო პროცესია.
დღეს, ASB აგრძელებს თანამშრომლობის გაღრმავებას, ცოდნის გაზიარებასა და მდგრადობის გაძლიერებას, პროექტის ფარგლებში „ერთად შევძლებთ - თანამშრომლობა გადაუდებელი სიტუაციებისას რეგიონში - საქართველოსა და სომხეთში“. საველე სწავლებების, ტრენინგების, ცნობიერების ამაღლებისა და ადვოკატირების საშუალებით, ჩვენ ვუზრუნველვყოფთ, რომ ყველას ჰქონდეს საჭირო ცოდნა, უნარები და თავდაჯერება საკუთარი თავისა და სხვების დასაცავად.
ერთად ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ მომავალი, სადაც დაფინანსდება მდგრადობა – და არა კატასტროფები - სწორედ, ეს არის ამწლის კატასტროფების რისკების შემცირების საერთაშორისო დღის გლობალური თემა.
RISE პროექტის — უთანასწორობის შემცირება და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ქალების გაძლიერების მხარდაჭერა — ფარგლებში, ASB სამეგრელოს რეგიონში პროფესიული განათლების (VET) კომპონენტის განხორციელე
2026 წლის 27-29 იანვარს ASB-იმ საქართველოსა და სომხეთში მონაწილეობა მიიღო WHO-ს სასწრაფო სამედიცინო ჯგუფების (EMT) რეგიონულ შეხვედრაში, რომელიც მადრიდში გაიმართა. ღონისძიება ორგანიზრებული იყო
კონკურსის მიზანია ბენეფიციარების მხარდაჭერა პროფესიული უნარებისა და პრაქტიკული ცოდნის შეძენაში, რაც გაზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობას და გააუმჯობესებს შრომის ბაზარზე წვდომას.
სწავლების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პრაქტიკაში გამოეყენებინათ ის უნარები, მათ შორის სტანდარტული საოპერაციო პროცედურები და ცოდნა, რომელიც EMT-ის შესაძლებლობების გაძლიერების წი
ინიციატივის „მე ვამაყობ, რომ" ფარგლებში, ვაღიარებთ ძალადობის მსხვერპლების სიმტკიცეს, გამძლეობასა და სიძლიერეს. ამ ინიციატივის მიზანია, შიშთან ბრძოლა და სიჩუმიდან მოქმედებაზე გადასვლა