სიახლეები

სიახლეები

საქართველოს EMT-ის როტაციული წევრებისთვის 120-საათიანი ტრენინგი ტარდება

საქართველოს გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფის როტაციული წევრებისთვის 120-საათიანი ტრენინგი 29 სექტემბერს დაიწყო და 17 ოქტომბერს დასრულდება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ფინანსური მხარდაჭერით. სწავლების მიზანია სპეციალისტების იმ გუნდის მომზადება, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში სწრაფად მობილიზდებიან EMT-ის გასაგზავნად. პროგრამა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ჰუმანიტარული დახმარებისა და სამოქალაქო თავდაცვის მექანიზმებს, ასევე გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფების მუშაობას. მონაწილეები გაეცნობიან საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს, აგრეთვე EMT-ის ეფექტიანი მართვისა და მუშაობის აუცილებელ ლოჯისტიკურ სამედიცინო და ფსიქოლოგიურ ასპექტებს. EMT-ის წევრებს შეეძლებათ როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე კრიზისების დროს, საგანგებო სიტუაციებში საკუთარი და სხვა ქვეყნებს გაუწიონ დახმარება.
            


“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ASB-ს საქართველოს, ასევე გერმანიას, რომ მხარს გვიჭერს ამ ძალიან მნიშვნელობანი პროექტის განხორციელებაში. წლების წინ ჩვენ, ASB-ს დახმარებით, დავიწყეთ EMT-ს მშენებლობა საქართველოში, ეს პროცესი დღემდე გრძელდება. მიმდინარე პროექტით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მენტორები გვეხმარებიან, სტანდარტების შექმნაში, რომელთა მეშვეობითაც იმედია, მალე საერთაშორისო EMT-ის კლასიფიკაცია მოგვენიჭება“ - განაცხადა ამირან გოგიტიძემ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა.
             


ღონისძიების გასხნას ესწრებოდნენ ASB-ს წარმომადგენლები. კავკასიის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა, კლემენს ფონ ჰაიმენდელმა თავის მისასალამებელ სიტყვაში აღნიშნა: “მოხარულები ვართ, რომ ამ პროექტს ვახორციელებთ უკვე მეოთხე წელია. EMTs გუნდების გაძლიერებისკენ მიმართული აქტივობებისა და აუცილებელი აღჭურვილობის გადაცემის შემდეგ, სომხეთსა და საქართველოში პროექტი დასასრულს უახლოვდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ შევწყვეტთ თქვენს მხარდაჭერას. მნიშვნელოვანია საქართველოსა და სომხეთს საერთაშორისოდ კლასიფიცირებული EMT ჰყავდეს“.
              


საქართველოს გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფის წევრებს უახლოეს მომავალში საშუალება ექნებათ ტრენინგის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში, სიმულაციურ ვარჯიშში მონაწილეობით განამტკიცონ.

სხვა სიახლეები

გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფების გაძლიერება: ASB-მ მონაწილეობა მიიღო WHO-ს რეგიონალური შეხვედრაში

გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფების გაძლიერება: ASB-მ მონაწილეობა მიიღო WHO-ს რეგიონალური შეხვედრაში

2026 წლის 27-29 იანვარს ASB-იმ საქართველოსა და სომხეთში მონაწილეობა მიიღო WHO-ს სასწრაფო სამედიცინო ჯგუფების (EMT) რეგიონულ შეხვედრაში, რომელიც მადრიდში გაიმართა. ღონისძიება ორგანიზრებული იყო

კონკურსი  -  ქალთა პროფესიული გადამზადების ხელშეწყობა

კონკურსი - ქალთა პროფესიული გადამზადების ხელშეწყობა

კონკურსის მიზანია ბენეფიციარების მხარდაჭერა პროფესიული უნარებისა და პრაქტიკული ცოდნის შეძენაში, რაც გაზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობას და გააუმჯობესებს შრომის ბაზარზე წვდომას.

სომხეთში გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფის(EMT) წევრებისთვის სრულმასშტაბიანი სწავლება ჩატარდა

სომხეთში გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფის(EMT) წევრებისთვის სრულმასშტაბიანი სწავლება ჩატარდა

სწავლების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პრაქტიკაში გამოეყენებინათ ის უნარები, მათ შორის სტანდარტული საოპერაციო პროცედურები და ცოდნა, რომელიც EMT-ის შესაძლებლობების გაძლიერების წი

"მე ვამაყობ, რომ ..."

"მე ვამაყობ, რომ ..."

ინიციატივის „მე ვამაყობ, რომ" ფარგლებში, ვაღიარებთ ძალადობის მსხვერპლების სიმტკიცეს, გამძლეობასა და სიძლიერეს. ამ ინიციატივის მიზანია, შიშთან ბრძოლა და სიჩუმიდან მოქმედებაზე გადასვლა

ASB-ის საშობაო ხელოვნების კლასები დაიწყო

ASB-ის საშობაო ხელოვნების კლასები დაიწყო

ყოველ შაბათს, ხელოვნების კლასზე ბავშვები ამზადებენ საახალწლო თემატიკის ნახატებსა და ხელნაკეთ დეკორაციებს. ყველა საჭირო მასალა და კლასებში მონაწილეობა უფასოა.