სიახლეები

სიახლეები

"ითამაშე, ისწავლე და შეიძინე ახალი მეგობრები” - ASB საქართველოს ორგანიზებით

მოინიშნეთ თარიღი - 20 სექტემბერი, 12:00 საათიდან
       
ASB საქართველო მოხარულია, თქვენ და თქვენი ოჯახის პატარა წევრები მოგიწვიოთ მხიარულ და შემეცნებით პიკნიკზე - “ითამაშე, ისწავლე და შეიძინე ახალი მეგობრები”.
        
ღონისძიება 6-დან 15-წლამდე უკრაინელ და ქართველ 100 ბავშვს გააერთიანებს, ასევე მათ მშობლებს. მონაწილეებისთვის ღონისძიება შესაძლებელობა იქნება ახალი მეგობრების შეძენის, ინტეგრაციისა და კულტურათა გაცვლის. 
              
ბავშვებისთვის:
მოემზადეთ მხიარული თავგადასავლისთვის - ანიმატორები ბავშვებს შესთავაზებენ მრაავლფეროვან თამაშებს, ქვიზებსა და საინტერესო აქტივობებს, რომელიც განკუთვნილია მათი ცნობისმოყვარეობის გასაზრდელად და გუნდური მუშაობისთვის. 
           
მშობლებისთვის:
სანამ ბავშვები ითამაშებენ, მშობლებს შეუძლიათ ჩაერთონ “პოზიტიური მშობლობის” ტრენინგში, რომელსაც ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციიდან, სსკ-დან, მოწვეული ფსიქოლოგი ჩაატარებს. ინსპირაციული სესია მშობლებს სასარგებლო რჩევებსა და ინტრუმენტებს შესთავაზებს.
           
აქტივობების შემდეგ, ბავშვები და მშობლები პიკნიკზე ერთად შეიკრიბებიან - თბილ, ინკლუზიურ და მეგობრულ გარემოში, სადაც ოჯახები შეძლებენ აზრების გაცვლას, გემრიელი კერძების გაზიარებასა და საინტერესო საუბარს.
არ გამოტოვოთ საინტერესო თავგადასავალი.
მონაწილეობა უფასოა – დარეგისტრირდით აქ: https://forms.gle/84j71XorTgh7uDPp6
             
ინიციატივა ხორციელდება პროექტის - SEGI-ს ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია Aktion Deutschland Hilft (ADH)-ის მიერ და მხარს უჭერს ბავშვებისა და ოჯახების ინტეგრაციასა და ინკლუზიურობას საქართველოში.
ერთად ვითამაშოთ, ვისწავლოთ, გავიზარდოთ და დავამყაროთ მეგობრული კავშირები.

სხვა სიახლეები

საქართველოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდს საერთაშორისო კლასიფიკაცია მიენიჭა

საქართველოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდს საერთაშორისო კლასიფიკაცია მიენიჭა

საქართველომ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ ეტაპს მიაღწია საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნის ეროვნული სისტემის გაძლიერების მიმართულებით.

ASB-ის სათაო ოფისის წარმომადგენელი სომხეთში ELSI პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს ეწვი

ASB-ის სათაო ოფისის წარმომადგენელი სომხეთში ELSI პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს ეწვი

Last week, ASB welcomed Mr. Bernd Ilg, ASB Desk Officer for the Caucasus and Deputy Head of Foreign Aid at ASB Headquarters, to Armenia for a field visit focused on reviewing the progress and

გუნდის გაძლიერება ეფექტური კომუნიკაციით

გუნდის გაძლიერება ეფექტური კომუნიკაციით

ASB-მ გუნდის განვითარების მიზნით მორიგი გუნდური აქტივობა გამართა, რომელიც სამუშაო გარემოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უნარს: კომუნიკაციას დაეთმო.

RISE Georgia: ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის დასავლეთ საქართველოში მრავალმხრივი შეხვედრები და გამოფენები გაიმართა

RISE Georgia: ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის დასავლეთ საქართველოში მრავალმხრივი შეხვედრები და გამოფენები გაიმართა

2026 წლის 3, 4 და 5 ივნისს, ASB საქართველომ, SSK-თან პარტნიორობით, პროექტ "RISE"-ის  ფარგლებში

ASB საქართველო პროფესიული განათლების პროგრამას სამეგრელოს რეგიონში იწყებს

ASB საქართველო პროფესიული განათლების პროგრამას სამეგრელოს რეგიონში იწყებს

RISE პროექტის — უთანასწორობის შემცირება და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ქალების გაძლიერების მხარდაჭერა — ფარგლებში, ASB სამეგრელოს რეგიონში პროფესიული განათლების (VET) კომპონენტის განხორციელე