+995 32 2 29 00 06
Eng

პროექტები

უსაფრთხო გარემო ქალებისთვის

სხვადასხვა კვლევებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ კონფლიქტით დაზარალებული ადამიანები განიცდიან ეკონომიკურ სტრესს, რომელიც გაზრდილი გენდერული ძალადობით არის გამოწვეული. იძულებით გადაადგილებულ ქალთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ კონფლიქტისა და გადაადგილების შემდეგ გენდერული ძალადობა მკვეთრად გაიზარდა. მათი უმრავლესობა, კი ყველაზე ხშირად მიზეზად ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას ასახელებს.

უამრავი საერთაშორისო ინსტიტუტი, მათ შორის გაერო, აღნიშნავს რომ გენდერული ძალადობა გაიზარა პანდემიის პირობებში და ქალები და ბავშვები, გენდერულ და ოჯახურ ძალადობას უფრო ძლიერ ფორმებში განიცდიან.

სწორედ ამიტომ, ASB საქართველომ, საქართველოს ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ცენტრთან ერთად დაიწყო პროექტი „უსაფრთხო გარემო ქალებისთვის.“  პროექტი დაფინანსებულია კანადის მთავრობის მიერ და ის მიზნად ისახავს გენდერული ძალადობის შემცირებას, პრობლემაზე ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირებულობის გაზრის გზით. ინტენსიური ტრენინგ კურსის საშუალებით, ჩვენ ვგეგმავთ, რომ დავატრენინგოთ პოლიციის ოფიცრები, სკოლის მასწავლებელები და დღის ცენტრების პერსონალი გედნერული ძალადობის საკითხებში, რათა მათ უკეთ შეძლონ სხვადასხვა ფორმს გენდერული ძალადობის იდენტიფიცირება და რეაგირება.