+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

როგორ მოვიქცეთ დამწვრობის დროს?

მეტი ASB აგრძელებს სასარგებლო რჩევების სერიას პირველადი დახმარებისა და კატასტროფის რისკის შემცირების შესახებ ინკლუზიური მიდგომით. ბუნებრივი კატასტროფები ხდება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე. სტიქიის ზონაში თითოეული ჩვენგანი შეიძლება აღმოვჩნდეთ. აქედან გამომდინარე, მზად უნდა ვიყოთ შესაბამისი და დროული ქმედებებისთვის.
12/07/2018

სასწავლო ვიზიტი ბერლინში

მეტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „განათლება რეინტეგრაციისთვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად“ ფარგლებში ASB საქართველომ პარტნიორ ორგანიზაციებთან საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთი”  და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი - თან ერთად საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისთვის სასაწავლო ვიზიტის ორგანიზება უზრუნველყო გერმანიაში, ქალაქ ბერლინში.
10/07/2018

როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის დროს?

მეტი  ASB აგრძელებს სასარგებლო რჩევების სერიას პირველადი დახმარებისა და კატასტროფის რისკის შემცირების შესახებ ინკლუზიური მიდგომით. ბუნებრივი კატასტროფები ხდება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე. სტიქიის ზონაში თითოეული ჩვენგანი შეიძლება აღმოვჩნდეთ, აქედან გამომდინარე, მზად უნდა ვიყოთ შესაბამისი და დროული ქმედებებისთვის.მიწისძვრამიწისძვრის დროს მოვლენათა განვითარების და შესაბამისად თავდაცვის რამდენიმე სცენარი არსებობს:თუ შენობაში იმყოფებით:არ გაიქცეთ! არ ჩავარდეთ პანიკაში! შეინარჩუნეთ სიმშვიდე!
7/06/2018

დათოს ამბავი

მეტი 11 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დათო კვირკელიძე პირველად ეწვია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს - „აისი“. დღეს ის ამ დაწესებულების არა მხოლოდ ბენეფიციარი, არამედ თანამშრომელიცაა და სხვადასხვა ადმინისტრაციული პროცედურის მოგვარებაში იღებს მონაწილეობას. დათო „აისის“ დიდი ოჯახის პოპულარული წევრია, მისი მიზანდასახულობა და საზოგადოებაში ადაპტაციისას წარმოშობილი სირთულეების დაძლევის უნარი სხვა ბენეფიციარებს თავიანთი შესაძლებლობების აღმოჩენისა და ახალი უნარების შეძენისკენ უბიძგებს.
24/05/2018

პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად - პროექტის პრეზენტაცია

მეტი საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდმა (ASB) პარტნიორ ორგანიზაციებთან კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი  ერთად დაიწყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის  "პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად“ განხორციელება.პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო ჩართულობისა და პარტნიორობის გაზრდას ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის შემუშავებაში, განხორციელებასა და მონიტორინგში.
14/05/2018

მიშა პაპას ამბავი

მეტი 82 წლის მიხეილ ილურიძე (მიშა პაპა) ASB საქართველოს მიერ დაფინანსებული სოციალური საწარმოს „სახლი საზღვრების გარეშე“ ბენეფიციარია. ის მოხუცთა თავშესაფრის მუდმივ ბინადართაგან ერთ-ერთია. მიხეილი იხსენებს, რომ საკუთარი ხელებით აშენებული სახლის მიტოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდა. ამბობს, რომ მისატოვებლად ენანებოდა ის 47 წელიწადი, რომელიც ამ კედლებს შუა, მეუღლესთან ერთად გაატარა.
10/02/2018

ევაკუაციის სიმულაცია კომპლექსში "M2 თამარაშვილზე"

მეტი 16 დეკემბერს ASB საქართველომ, დეველოპელურ კომპანია M2-თან ერთად, საცხოვრებელ კომპლექსში „M2 თამარაშვილზე“ მიწისძვრის დროს ევაკუაციის სიმულაცია ჩაატარა. ღონისძიებამდე კომპლექსის მაცხოვრებლებმა სხვადასხვა ბუნებრივი კატასტროფის დროს მოქცევის ძირითადი წესების შესახებ მიიღეს ინფორმაცია რის შემდეგაც, თითოეულ მათგანს სიმულაციურ ვარჯიშში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მიეცა.
18/12/2017

როგორ მოვიქცეთ ხანძრის დროს?

მეტი ASB აგრძელებს კატასტროფის რისკის შემცირებისა და გადაუდებელი დახმარებისთვის საჭირო რჩევების სერიას.კატასტროფა შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს და ადგილას. სტიქიის ზონაში თითოეული ჩვენგანი შეიძლება აღმოვჩნდეთ, აქედან გამომდინარე, მზად უნდა ვიყოთ შესაბამისი და დროული ქმედებებისთვის. ხანძარიმოდით აღვწეროთ, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ხანძრის გაჩენისა და მოულოდნელად შემთხვევის ადგილზე აღმოჩენის შემთხვევაში:
8/12/2017

მიშოს ისტორია

მეტი მიშო სარაჯიშვილი ორგანიზაციის „საზოგადოებრივ ინტერესთა დაცვის ასოციაცია“ ბენეფიციარია. ის პროფესიონალების დახმარებით კომუნიკაციურ და მოტორულ უნარებს იუმჯობესებს.ქვეყანას 6 თვეში მოვლენილ მიშოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აღმოაჩნდა: სხვების დახმარების გარეშე გადაადგილებას ვერ ახერხებდა, უჭირდა ღეჭვა და საუბარი. სოფო სარაჯიშვილი იხსენებს, რომ შვილისგან წინადადების, თუნდაც ცალკეული სიტყვების გაგონებას დიდხანს უცდიდა. სიტყვა, რომელსაც მიშო უკვე შეუფერხებლად ამბობს, სოფოსთვის მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან შვილისგან „დედას“ დაძახებას წლების განმავლობაში ელოდა.
5/12/2017

ოსმანის ისტორია პანკისიდან

მეტი 31 წლის განმავლობაში ოსმანი გარეშე პირებთან ურთიერთობას ვერ ახერხებდა, სახლს თითქმის არასდროს ტოვებდა და ოჯახის წევრების მიმართაც კი აგრესიული იყო. ადგილობრივმა პოლიციამ იცოდა, რომ ოსმანი ზოგჯერ მეტად საშიშ პიროვნებად გადაიქცეოდა ხოლმე; მეზობლები კი თავს არიდებდნენ მასთან საუბარს. ოდნავ შესამჩნევი ღიმილიც კი უცნობი პიროვნების სახეზე ოსმანში აგრესიას იწვევდა, მისი დამშვიდება კი ძალიან რთული იყო. ზოგჯერ ფანჯრების დამტვრევითა და თავის მოკვლითაც იმუქრებოდა. გარდა ამისა, არასდროს თანხმდებოდა შინიდან გასვლასა და დახმარების მიღებაზე.
30/11/2017

გვერდები