+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

#მომავალიშენზეა ასოციაცია "ილი"

გაიცანით სალომე გარდავა ზუგდიდიდან, ასოციაცია "ილის" დამფუძნებელი. ორგანიზაცია 2019 წლიდან ზრუნავს სმენადაქვეითებული ბავშვებისათვის საჭირო სერვისის ჩამოყალიბებაზე და მიწოდებაზე. პარალელურად, ადგილობრივ თვითმმართველობასთან აქტიური ადვოკატირების კამპანიის შედეგად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა კოხლიარული იმპლანტების გარე სასმენი პროცესორების დაფინანსების მიზნით ბიუჯეტიდან 30 000 ლარი გამოყო. ეს დაფინანსება სჭირდებათ ბავშვებს, რომელთა ოპერაციიდან გასულია 5 წელი ან მეტი და პროცესორის საგარანტიო ვადა სრულად ამოწურულია, ამ დროს კი ბავშვები ისევ ყრუდ არიან დარჩენილები.

"ჩვენი ინიციატივით, ზუგდიდის მერიის მიერ 2020 წლის ბიუჯეტში გამოიყო 30 000 ლარი, რომელიც დააფინანსებს 2 გარე პროცესორს. ეს არ იქნება სრული თანხა, მაგრამ მთავარია რომ პირველი ნაბიჯი გადადგმულია და ძალიან ვამაყობთ ამ მიღწევით, რომლითაც პერიოდულად სხვადასხვა ბავშვები ისარგებლებენ", — ამბობს სალომე.

დეტალურად სალომეს წარმატების ისტორიას გაეცანით ვიდეოში

08/12/2020