+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის

პროექტის მთავარი მიზანი

პროექტი მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვასა და მხარდაჭერას, რაც შეესაბამება 2014-2016 წლების საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმას შშმ პირთა თანაბარი შესაძლებლობებით უზრუნველყოფის შესახებ. აღნიშნულის პარალელურად, პროექტი ეფუძნება შშმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ გაეროს კონვენციის პრინციპებს. კონვენცია ხელმოწერილი და რატიფიცირებულია საქართველოს მიერ.

სამიზნე ჯგუფი

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
  • შშმ პირთა ორგანიზაციები (DPOs);
  • სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო;
  • სამინისტროები;
  • ადგილობრივი ხელისუფლება.

საქმიანობების აღწერა

დასაქმების ბაზარზე შშმ პირები ხშირად არიან დისკრიმინაციის მხვერპლნი. ASB საქართველოს საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება - სოციალური მომსახურების მიწოდება - გამოყენებული იყო, როგორც შშმ პირთა და მათი ოჯახის წევრების გრძელვადიანი და მდგრადი დასაქმების ინსტრუმენტები. დაფინანსდა 8 სოციალური მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია საქართველოს რეგიონებში.

მიზნობრივი PR კამპანიები და დებატები ხელს შეუწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ამიტომ პროექტის განმავლობაში ჩატარდა რამდენიმე საჯარო დებატები, და მიმდინარეობს PR/ადვოკატირების კამპანიების განხორციელება.

განხორციელდა საკონსულტაციო საბჭოების ეფექტური საქმიანობის ხელისშემშლელი ფაქტორების კვლევა და ჩატარდა საჭიროებებზე მორგებული და შესაძლებლობების გაძლიერებაზე ორიენტირებული ტრენინგები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შშმ პირთა ოჯახის წევრების გაძლიერებას, ადგილობრივ დონეზე მათი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის ხელშეწყობის გზით.

ინოვაციური მიდგომა - “შშმ პირი შშმ პირისთვის”

საქართველოს სამ მუნიციპალიტეტში დაინერგა ინოვაციური საკონსულტაციო სერვისი “შშმ პირი შშმ პირისთვის”. ამ მიდგომის ძირითადი იდეაა შშმ პირთა გადამზადება, რათა მათ შეიძინონ კომპეტენცია და თვითდაჯერება იმისათვის, რომ მიაწოდონ ძირითადი ინფორმაცია და გაუწიონ მომსახურება სხვა შშმ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც აწყდებიან გარკვეულ ბარიერებსა და გამოწვევებს.

Covid-19 პანდემია და შეცვლილი დღის წესრიგი

ვირუსის მოულოდნელმა გავრცელებამ ყველგან შეცვალა დღის წესრიგი, გამონაკლისი არც ჩვენი პროექტი გახლდათ. ამოქმედებული შეზღუდვებისა და ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო შეუძლებელი გახდა რიგი აქტივობების იმ რეჟიმში განხორციელება, როგორიც პროექტის ფარგლებში იყო დაგეგმილი. გარდა ამისა შეიცვალა ქვეყანაში არსებული საჭიროებები და წინა პლანზე წამოვიდა მყისიერი ჰუმანიტარული და გადაუდებელი მხარდაჭერის სერვისების განხორციელება. სწორედ ამიტომ ევროკავშირთან კონსულტაციების შემდეგ ASB საქართველომ მოახდინე ცვლილებები პროექტის ბიუჯეტში და გამოიყო 75 000 ლარი, Covid-19 პანდემიასთან რეაგირებისთვის. შედეგად საქართველოს რეგიონებში დაფინანსდა 15 ორგანიზაცია, რომლებმაც განახორციელეს საკვებისა დაჰიგიენური ნივთების / სხვადასხვა გადაუდებელი სოციალური სერვისების მიწოდება პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალებეული მოსახლეობისათვის.

  • მცირე საგრანტო კონკურსი ადგილბრივი სოციალური სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციებისთვის. ჯამში გაიცა 340 000 ლარი, დაფინანსდა 8 ორგანიზაცია საქართველოს 6 რეგიონში, 39 ადამიანი დასაქმდა 90-მა ბენეფიციარმა კი მიიღო სხვადასხვა სოციალური სერვისები.
  • ქალთა გაძლიერების სატრენინგო კურსი გაიარა 24 ქალმა;
  • ადვოკატირების სამუშაო შეხვედრა – დაესწრო 18 პირი;
  • საჯარო დებატები- დაესწრო 441 პირი;
  • Covid-19 - თან რეაგირების პროგრამა– 75 000 ლარი გამოიყო 15 ორგანიზაციისთვის საქართველოს მასშტაბით.
  • შშმ პირი შშმ პირისთვის - უნიკალური სერვისი დაინერგა საქართველოში  - სერვისით ისარგებლა 30-მა პირმა.
04/02/2021