+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

10 წელი საქართველოში

ჩვენ ვეხმარებით აქ და ახლა“ - ეს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის (ASB) სლოგანია, რომელიც სათავეს მე-19 საუკუნეში იღებს. ყველა იმ საქმიანობით, რომელსაც ASB-ის 200-ზე მეტი ფილიალი სრულიად გერმანიის მასშტაბით და მსოფლიოს 10 ქვეყანაში ახორციელებს, ორგანიზაცია წარმატებით გარდაქმნის აღნიშნულ სლოგანს მოქმედებად: ASB ყველაზე საჭირო მომსახურებას უწევს სოციალურად მაღალი რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს განურჩევლად მათი პოლიტიკური, ეთნიკური, ეროვნული თუ რელიგიური კუთვნილებისა.

ASB საქართველოში პირველად 1992 წელს შემოვიდა ჰუმანიტარული დახმარების მისიით, როდესაც ქვეყანა მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტებისგან დაუძლურებული, მოსახლეობა კი გაღარიბებული იყო. მძიმე პერიოდში მყოფი ქვეყნის მხარდასაჭერად გერმანიიდან ავტოკოლონების საშუალებით შემოვიდა გადაუდებელი დახმარება, მათ შორის საკვები პროდუქტებიც. 1997 წელს, როდესაც საქართველომ პოსტ-საომარი მდგომარეობიდან სტაბილურობის ფაზაზე გადასვლა დაიწყო, ორგანიზაციამ ჰუმანიტარული საქმიანობა დაასრულა, თუმცა შეინარჩუნა პირადი კავშირები და დადებითი რეპუტაცია საზოგადოებაში.

ამ მძიმე პერიოდში ჩვენ 34 000 ადამიანს დავეხმარეთ და 7 552 859 ევროს ოდენობის ჰუმანიტარული დახმარებით.

ASB საქართველოში 2010 წელს დაბრუნდა, სწორედ ამ დროიდან იწყება ჩვენი ათწლეულის ათვლა. შეცვლილი მისიით და ახალი გამოწვევებით ASB -მ მთელი ძალისხმევა ამჯერად იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად მიმართა. ჩვენი მხარდაჭერა მოიცავდა: სოიალურ მეწარმეობის, როგორც დასაქმებისა და თვით-დასაქმების ინსტრუმენტის ხელშეწყობას. 10 წლის განმავლობაში ჩვენ განვახორციელეთ 14 პროექტი, დავაარსეთ ან გავაძლიერეთ 60 სოციალური საწარმო, დავასაქმეთ 402 ადამიანი, და მომსახურება გავუწეით 2685 ბენეფიციარს. ჯამში სოციალური მეწარმეობის ხელშესაწყობად 2 972 897 ევრო დაიხარჯა.

DiDRR პროგრამით კი ASB საქართველო მიზნად ისახავს მოამზადოს ქართული საზოგადოება, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ბუნებრივი კატასტროფების დროს თავდაცვისთვის. მოეწყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანია: #ჩვენმზადვართ, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა კატასტროფასთან დაკავშირებული საკითხებზე ინფორმაცია გავრცელდა თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებით, როგორიცაა სატელეფონო თამაშები, ვიდეო ისტორიები, გრაფიკული ბანერები და სხვა. გარდა ამისა, შესაბამის სამთავრობო პარტნიორებთან ერთად ორგანიზება გაუკეთდა საწვრთნელ ევაკუაციებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში - საბავშვო ბაღებში, დღის ცენტრებსა თუ სახელმწიფო უნივერისტეტებში, ბუნებრივი კატასტროფების დროს ადექვატური რეაგირების გავარჯიშების მიზნით.

10 წლის განმავლობაში ჩვენ გადავამზადეთ 24514 ადამიანი, მედია კამპანიის საშუალებით ინფორმაცია მივაწოდეთ 744 801 ადამიანს და დავხარჯეთ 1 186 920 ევრო.

დღეს ASB, საქართველოში მუშაობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავს, ამჟამად ASB , 4 პროექტს ახორციელებს ამერიკის მთავრობის, კანადადის მთავრობისა, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ შშმ პირებისთის, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უკეთესო გარემოს შექმნისთვის ასევე ვაძლიერებთ სამოქალაქო საზოგადოებას და ვცდილოთ ცნობიერების ამაღლებას გენდერული ძალადობის საკითხებში. 

10/12/2020