+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

#მომავალიშენზეა, გაცნობითი შეხვედრა თელავში

ASB საქართველომ ახალი სოციალური კამპანია #მომავალიშენზეა დაიწყო. კამპანიის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და მათი ჩართულობის წახალისება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. კამპანიის ფარგლებში, ორგანიზაციამ პირველი გაცნობითი შეხვედრა გამართა თელავში, 2020 წლის 10 ივლისს. 
შეხვედრის მიზანი გახლდათ ადგილობრივ დონეზე სამოქალაქო საზოგადოებას, ადგილობრივ ხელისუფლებასა და სხვა დაინტერესებულ მხარეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება და მოქალაქეთა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის პოპულარიზაცია.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღებეს და საკუთარ გამოცდილება გაგვიზიარეს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა. შეხვედრა გაგრძელდა პოეტისა და პროზაიკოსის, გიორგი კეკელიძის საჯარო ლექციით თემაზე - „სამოქალაქო აქტივიზმის ისტორიული გამოცდილება საქართველოში“.
პროექტი „პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად“ დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, მას ახორციელებს ASB საქართველო, პარტნიორ ორგანიზაციებთან საქველმოქმედო, ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი" და კახეთის რეგიონული განვიტარების ცენტრი  ერთად. 

13/07/2020