+995 32 2 29 00 06
Eng
F

სიახლეები

ევროკავშირის ელჩი სტუმრად თელავში

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ბატონი კარლ ჰარცელი, თელავში სმენისა და მეტყველების სახლს სტუმრობდა. ორგანიზაცია "მოვუსმინოთ სამყაროს" ASB საქართველოსგან და ევროკავშირის მიიღო ფინანსური მხარდაჭერა პროექტის: "თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის" ფარგლებში. პროექტს ASB საქართველოსთან ერთად ახორციელებენ პარტნიორი ორგანიზაციები: EDEC და AEE. 

ვიზიტის განმავლობაში, ელჩმა დაათვალიერა ახლად გარემონტებული ცენტრი, შეხვდა ბენეფიციარებს და მოისმინა ინფორმაცია ცენტრისა და ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ. "მოვუსმინოთ სამყაროს" ადგილობრივი ორგანიზაციაა, რომელიც მუშაობს სმენისა და მეტყველების შეფერხების მქონე ბავშვებთან თელავში. 

 

03/07/2020