+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

Covid_19 -თან რეაგირების პროგრამა

გლობალური პანდემიის დაწყებისთანავე ASB აქტიურად არის ჩართული Covid-19 თან ბრძოლის პროცესში როგორც გლობალურ, ისე ნაციონალურ და ადგილობრივ დონეზე. ASB საქართველომ პანდემიის დაწყებისთანაცე აღმოუჩინა საქართველოს მთავრობას მხარდაჭერა, იმ დროისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრა-წითელი თერმომეტრებითა და სამედიცინო კარვებით, რომელიც აუცილებელია გადაუდებელი სიტუაციების დროს მოქმედებების ჩასატარებლად არა მხოლოდ პანდემიის პირობებში. 

ჩვენ განვაგრძობთ ბრძოლას წინა ხაზებში. ევროკავშირის მხარდაჭერით, ASB საქართველომ გამოაცხადა საგრანტო კონკურსი ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის პანდემიით დაზარალებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად.  ჯამში 75,000 ლარის ოდენობის გრანტით, ASB საქართველომ 15 ორგანიზაცია დააფინანსა საქართველოს მასშტაბით. ორგანიზაციები ბენეფიციარებს მიაწდვიან საკვებს, მედიკამენტებსა და სხვა საჭირო სიკეთეებს.

პანდემიამ ჩვენ, ყველა დაგვაზარალა, თუმცა არიან ჯგუფები, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ერთ-ერთი ასეთი ჯგუფია. უკვე არსებული ბარიერების ფონზე Covid-19 - მა მათთვის დამატებითი შეზღუდვები გააჩინა. ჩვენ გვჯერა ყველასთვის თანაბარი შესაძლებლობების და განვაგრძობთ ბრძოლას ამ მიზნის მისაღწევად. 

 

 

26/06/2020