+995 32 2 29 00 06
Eng
F

სიახლეები

საველე კარვები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის

ASB საქართველომ საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 2 ერთეული საველე კარავი გადასცა. კარვებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის სახანძრო და სამაშველო ოპერაციების შესრულებისას გამოიყენებს. კარვებში, ასევე, შესაძლებელია საველე ჰოსპიტალის მოწყობაც. კარვების გადაცემის ცერემონიას ესწრებოდნენ ASB საქართველოს დირექტორი დიმიტრიე ტოდოროვიჩი და საქარველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები. 

ASB საქართველომა და საქართველოს სამარიტელთა კავშირმა Covid-19 ის პანდემიასთან ბრძოლის გასაძლიერებლად საქართველოს მთავრობას საველე კარვებთან ერთად 50 ერთეული ინფრაწითელი თერმომეტრები გადასცა. 

25/05/2020