+995 32 2 29 00 06
Eng
F

სიახლეები

ინფრაწითელი თერმომეტრები საქართველოს მთავრობას

საქართველოს სამარიტელთა კავშირი (SSK) აქტიურად არის ჩართული კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიაში. დღეს ორგანიზაციამ საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საჩუქრად 55 ერთეული ინფრაწითელი თერმომეტრი გადასცა.

ინფრაწითელი თერმომეტრი ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი ნივთია პანდემიის პრევენციისთვის. ICARE ბრენდის თერმომეტრები გამოირჩევა ტემპერატურის დისტანციურად მაქსიმალური სიზუსტით გაზომვის ფუნქციით.

თერმომეტრები სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტს გადაეცემა და შესაბამისი დანაყოფები კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ გასამართი სხვადასხვა პრევენციული ღონისძიებებისთვის გამოიყენებენ.

თერმოსკრინინგის საშუალებების გადაცემის ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გაიმართა.

#StoptheSpread

#დარჩისახლში

 

 

     

30/04/2020