+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

ჩირის წარმოება წალენჯიხაში

გაიცანით ნინო წალენჯიხის მუნიციპალიტეტიდან, რომელიც 47 წლისაა და უკვე 20 წელზე მეტია ხილის ჩირს აწარმოებს.

„პირველად ჩირის წარმოება ომის პერიოდში დავიწყე. ჩემს სახლში აფხაზეთიდან დევნილებს ვმასპინძლობდი და უეცრად შეიარაღებული კაცების ჯგუფი შემოიჭრა მუქარით. მათ ჩემი ჩირების სრული მარაგი შევთავაზე, რომ შეგვშვებოდნენ.“ - იხსენებს ნინო.

წლების განმავლობაში ეს საქმიანობა გადარჩენის ერთადერთი საშუალება იყო. დროთა განმავლობაში კი პროდუქციის ფასმა მოიმატა და ეს ნინოს შემოსავალზეც აისახა. ნინოს სხვა მიზნებიც ჰქონდა - პროფესიული კოლეჯი დაამთავრა და სწავლის გაგრძელება სურდა, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. 2009 წელს ნინოს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

„სიკვდილზე არ ვფიქრობდი, მინდოდა ჩემ შვილებს იმისთვის მიეღწიათ, რის მიღწევაც ჯანმრთელობის გამო მე ვერ შევძელი, მინდოდა რომ მათ ესწავლათ“ - ამბობს ნინო.

„ოჯახისთვის ძალიან რთული იყო ჩემი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლა. ყველაფრის გაყიდვა მოუწიათ, საკუთარ საჭიროებებზე უარის თქმა. ახლა კი, ჩემი ბიზნესით ვცდილობ ეს ყველაფერი უკან დავუბრუნო.“

2019 წელს ნინომ შეიტყო ASB საქართველოს საგრანტო კონკურსის შესახებ და განაცხადის გაკეთება გადაწყვიტა საკუთარი ბიზნესის გაფართოების მიზნით. საბედნიეროდ, ის იმ 37 ადამიანს შორის მოხვდა, რომელთაც დაფინანსება მიიღეს ზუგდიდში და შეძლო მზის ენერგიაზე მომუშავე საშრობი დანადგარების შეძენა, რომელიც მას პროდუქციის ზრდაში ეხმარება.

დღესდღეობით ნინოს ბევრი შეკვეთა აქვს და ცნობილი ჩირის მწარმოებელია რეგიონში. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით მას უფრო მეტი პროდუქტის წარმოება და ბაზარზე გაფართოება შეუძლია.

 

პროექტი, დევნილი და მასპინძელი თემის ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში დაფინანსებულია აშშ-ს მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს მიერ და მას ახორციელებს ASB საქართველო პარტნიორ ორგანიზაცია CHCA-თან ერთად. 

10/03/2020