+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

მატერიალური ფასეულობების გადაცემა

პროექტის “განათლება რეინტეგრაციისთვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად" ფარგლებში 22 ნოემბერს ქ. ქუთაისში მეწარმეებისათვის მატერიალური ფასეულობების გადაცემის ცერემონია გაიმართა. პროექტის მიზანია კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა სამთავრობო ორგანიზაციებს, ბიზნეს კომპანიებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გზით. 

ღონისძიებაზე პროექტის 34 გამარჯვებულ მონაწილეს ეკონომიკური საქმიანობის დასაწყებად ან განსავითარებლად სხვადასხვა საშუალებები: მანქანა-დანადგარები, ხელსაწყოები, სამუშაო იარაღები და ინვენტარი, წარმოების საშუალებები და სხვა - გადაეცათ. თითოეული ბენეფიციარისათვის გადაცემული მატერიალური ფასეულობის ღირებულება 400, 1200 და 3000 ევროს ღირებულების გახლავთ.

პროექტში კახეთის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამეგრელოს და თბილისის 300-ზე მეტი მსჯავრდებული, ყოფილი მსჯავრდებული და პრობაციონერი იყო ჩართული. თითოეული მონაწილე დაესწრო ოთხდღიან ტრენინგს თემაზე „ეფექტური სოციალური და სამუშაოს მოძიების უნარები”. გარდა ამისა, მონაწილეთა ნაწილმა გაიარა ორთვიანი პროფესიული გადამზადების კურსი.
პროექტი - „განათლება რეინტეგრაციისათვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად” 2016 წელს დაიწყო და 2020 წელს დასრულდება. ის დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ახორციელებს ASB საქართველო, პარტნიორ ორგანიზაციებთან: საქველმოქმედო, ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი" (CHCA) და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) ერთად. 

02/12/2019