+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

საგრანტო კონკურსი

„დევნილი და მასპინძელი თემის ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში”
საგრანტო კონკურსი

 

ASB საქართველო და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) ახორციელებენ პროექტს „დევნილი და მასპინძელი თემის ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში”, რომელიც დაფინანსებულია აშშ მთავრობის მიერ.

პროექტი მიზნად ისახავს მეწარმეობისა და ნდობის აღდგენის მხარდაჭერას სამეგრელოში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების და მასპინძელი თემის წარმომადგენლებისთვის.

აღნიშნულ პროექტის ფარგლებში, ASB საქართველო და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ აცხადებენ საგრანტო კონკურსს, რომელიც მიზნად ისახავს საარსებო წყაროების გაძლიერებას, სამეწარმეო შესაძლებლობების და პოტენციალის გაზრდას ბიზნეს საქმიანობის დასაწყებად ან/და გასაფართოებლად.

 

ვის შეუძლია მონაწილეობა

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სამეგრელოში მცხოვრებ:

იძულებით გადაადგილებულ  პირებს
გამყოფი ხაზის სოფლების მოსახლეობას
კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას

 

დაფინანსების პირობები და ფარგლები

გამარჯვებული ბიზნეს გეგმის ავტორები მიიღებენ მცირე გრანტს საშუალოდ 2.000 აშშ დოლარის ოდენობით (მინ. 1.500 - მაქს. 2.500 აშშ დოლარი).

პროექტი შესაძლებლად მიიჩნევს ჯგუფური განაცხადების დაფინანსებას, ჯგუფის შექმნის აუცილებლობის სათანადო დასაბუთების შემთხვევაში.

უპირატესობა მიენიჭება ერთობლივ ბიზნეს ინიციატივებს, რომლებიც ითვალისწინებს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები პირების ჩართულობას. გამონაკლის შემთხვევაში, მსგავსი ბიზნეს იდეა შეიძლება დაფინანსდეს მაქს. 5.000 აშშ დოლარით.

პროექტი ითვალისწინებს ბენეფიციართა ფულად თანამონაწილეობას საერთო ინვესტიციის 5%-ის ოდენობით.

პროექტის ფარგლებში მოხდება ბენეფიციარებისთვის სასურველი აღჭურვილობის და ტექნიკა/დანადგარების შეძენა. გამონაკლის შემთხვევაში, შესაძლებელია ასევე დაფინანსდეს მცირე სარემონტო სამუშაოები (სრული თანხის მაქს. 20%).

პროექტის ფარგლებში არ დაფინანსდება ხელფასები.

 

გეოგრაფიული არეალი

სამეგრელო- ფოთის, ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშის, წალენჯიხის, მარტვილის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტები.

 

საპროექტო განაცხადების მიღებისა და განხილვის პროცესი

კონკურსი გაიმართება სამ ეტაპად:

I ეტაპზე გრანტის მიღების მსურველებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ ბიზნეს იდეების კონკურსში და შეავსონ შესაბამისი განაცხადი (შესაბამისი ფორმა თან ახლავს განაცხადს).

II ეტაპზე მინიმუმ 60 საუკეთესო იდეის ავტორი მოწვეულნი იქნებიან ბიზნეს გეგმის შედგენის და შესაძლებლობების განვითარების 5 დღიან ტრენინგზე, სადაც საშულება ექნებათ მოწვეული ექსპერტების დახმარებით საკუთარის იდეა აქციონ სრულ ბიზნეს გეგმად.

III ეტაპზე მხოლოდ ტრენინგ გავლილ პირებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინოს სრული ბიზნეს გეგმა, რის საფუძველზე შეირჩევა და დაფინანსდება დაახლოებით 35 პროექტი.

განაცხადებს შეაფასებს და დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს საგრანტო კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებით და სფეროში მომუშავე გარე ექსპერტებით.

კონკურსანტებს შეუძლიათ წარმოადგინონ აპლიკაციები, როგორც ბეჭდვითი, ასევე, ელექტრონული ფორმით. განაცხადის ელექტრონული ფორმის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ აქ. შევსებული განაცხადები გადმოაგზავნეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: ikochua@yahoo.com ან ნაბეჭდი სახით მოიტანეთ საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის „აფხაზეთი“ ოფისში. მის: თაბუკაშვილის ქ. 21, ქ. ზუგდიდი.

ბიზნეს იდეების შემოტანის ბოლოო ვადაა 2019 წლის 22 ნოემბერი. დაგვიანებით შემოტანილი განაცხადები არ განიხილება.

განაცხადის ფორმის შევსებასთან და წარმოდგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის „აფხაზეთი“ თანამშრომელს ირაკლი ქოჩუას - 577 037 011

მიახლოებითი თარიღები

ღონისძიებათარიღი
იდეების კონკურსის გამოცხადება - პირველი ეტაპი31.10.2019
საინფორმაციო შეხვედრა წალენჯიხაში06.11.2019
საინფორმაციო შეხვედრა ჩხოროწყუში07.11.2019
საინფორმაციო შეხვედრა ზუგდიდში08.11.2019
ბიზნეს იდეების მიღების ბოლო ვადა22.11.2019
ბიზნეს გეგმის შედგენის ტრენინგი - მეორე ეტაპი20.01.2020-01.03.2020
სრული ბიზნეს გეგმების შეფასება და გამარჯვებულების გამოვლენა - მესამე ეტაპი02.03.2020-31.03.2020
გამარჯვებული პროექტების დაფინანსება01.04.2020-30.04.2020

შეფასების კრიტერიუმები

კრიტერიუმიმაქსიმალური წონა
იდეის გამართულობა და შესაბამისობა პროექტის მიზნებთან20
იდეის ეკონომიკური ეფექტიანობა20
მოსალოდნელი სოციალური შედეგები15
განმცხადებლის გამოცდილება15
პროექტის მდგრადობა /  სიცოცხლისუნარიანობა20
ჯამი90

 

 

31/10/2019