+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

საარსებო წყაროების განვითარების ცენტრი

ASB საქართველომ, საქველმოქმედო, ჰუმანიტარულ ცენტრ აფხაზეთთან ერთად, ზუგდიდში საარსებო წყაროების განვითარების ცენტრი გახსნა. ცენტრის მთავარი მიზანი არის საჭიროების მქონე ადამიანებისთვის რეგიონში არსებულ საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ინფორმაციის მიწოდება ისეთ საკითხებზე როგორიცაა: 

  • დასაქმება;
  • თვითდასაქმება;
  • მიკრო მეწარმეობა;
  • პროფესიული განათლება;
  • ტრენინგები;
  • სტაჟირება;
  • გრანტები და უპროცენტო სესხები.

ბენეფიციარები ასევე მიიღებენ კონსულტაციებს პროფესიონალებისგან ისეთ თემებზე როგორიცაა: სწორი ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღება, რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის შედგენა, საპროექტო განაცხადის შექმნდა და სხვ. 

გახსნის ცერემონიაზე მოწვეულმა სტუმრებმა მოისმინეს პრეზენტაცია საარსებო წყაროებისა და ზოგადად პროექტის შესახებ, მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: დევნილთა სათემო ორგანიზაციების, ადგილობრივი თემის, ადგილობრივი მთავრობის, განმახორციელებელი და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები.

პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ონლაინ პლატფორმის შექმნა რეგიონში არსებული საარსებო წყაროების შესახებ და არსებული რესურსების მოსაძიებლად. 

პროექტი "დევნილი და მასპინძელი თემის ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში" დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების, მოსახლეობის ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს მიერ და მას ახორციელებს ASB საქართველო, პარტნიორ ორგანიზაციასთან CHCA ერთად. 

10/07/2019