+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

საგრანტო კონკურსის დაჯილდოვების ცერემონია

ASB საქართველომ, საქველმოქმედო, ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი" - თან ერთად გამართა საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ პირთა დაჯილდოების ცერემონია. საგრანტო კონკურსის მიზანია ადგილობრივი თემისა და დევნილი მოსახლეობის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, მცირე ბიზნესის წამოწყების ან განვითარების გზით. საგრანტო კონკურსის საწყის ეტაპზე მონაწილეები შეირჩნენ 5 დღიანი ბიზნეს გეგმის შედგენისა და სოციალური უნარების ტრენინგისთვის. საგრანტო კონკურსის დასასრულს კი 37-მა მონაილებ მიიღო დაფინანსება (საშუალოდ $2000). 

დაჯილდოების ცერემონია გაიმართა ზუგდიდის დადიანების სასახლეში და მას ესწრებოდნენ დევნილთა სათემო ორგანიზაციების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები და განმახორციელებელი ორგანიზაციები. 

„ზუგდიდში ვცხოვრობ, სამი წელია ხელნაკეთი სამკაულების, ჩანთებისა და აქსესუარების რალიზებას Facebook - ის საშუალებით ვეწევი. კონკურსი რომ გამოცხადდა, ჩემი საპროექტო იდეა შევთავაზე, მოეწონათ, ხუთდღიანი ტრენინგების კურსში ჩამრთეს. ვფიქრობ, მიღებული ცოდნა დამეხმარა ჩემი ბიზნეს იდეის საბოლოოდ სწორად ჩამოყალიბებასა და დაგეგმვაში. დღეს ჩემი ხედვა უფრო მყარია, გაცილებით ძლიერი და თავდაჯერებული ვარ. მიხარია გამარჯვებულთა შორის რომ ვარ”. - ბაია ემუხვარი, დევნილი. 

პროექტში სულ 100 მდე ბენეფიციარი იყო ჩართული, და სრულად დაგეგმილია 180 მდე ადამიანის ჩართვა ორი წლის განმავლობაში. 

პროექტი"დევნილი და მასპინძელი თემის ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში" დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს მიერ" და მას ახორციელებს ASB საქართველო. 

 

 

08/07/2019