+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

საგრანტო კონკურსში გამარჯვებულთა ხელმოწერის ცერემონია

2019 წლის 1 მარტს პროექტის "პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად" გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებთან ხელშეკრულებები გაფორმდა. პროექტის ფარგლებში საქართველოს 4 რეგიონში სხვადასხვა სოციალური მომსახურებების დანერგვისა და განვითარებისთვის 5 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია და საინიციატივო ჯგუფი დაფინანსდა.

  • საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაცია - თელავი, კახეთი; 
  • რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურ ცენტრი - ამბროლაური;
  • ასოციაცია მერკური - ზუგდიდი, სამეგრელო;
  • რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი“ - ზუგდიდი, სამეგრელო;
  • ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი - ტყიბული.

ორგანიზაციები საქმიანობას ივნისიდან დაიწყებენ და შედეგად საქართველოს რეგიონებში დაინერეგება ისეთი  სოციალური მომსახურებები, როგორიცაა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრი, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთა თავშესაფარი, ხანდაზმულთა შინმოვლის სერვისი, ხანდაზმულთა დღის ცენტრი, სენსორული და ფიზიკური თერაპია საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის. 

***
პროექტი "პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად" დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ახორციელებს ASB საქართველო, პარტნირ ორგანიზაციებთან საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი" და კახეთის რეგიონული განვითარების ცენტრი ერთად.

01/03/2019