+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

პროექტის წერისა და მართვის ტრენინგი

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის" ფარგლებში ASB საქართველომ ჩაატარა პროექტის წერისა და მართვის ტრენინგი მიმდინარე საგრანტო კონკრუსის მეორე ეტაპზე გადასული ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის. 

საგრანტო კონკურსის პირველი ეტაპის გამარჯვებულები ორგანიზაციის წარმომადგენლები მოწვეულ იქნენ ინტერაქციულ ტრენინგზე, სადაც მათ ისწავლეს პროექტის წერა და მართვა. ტრენინგი ჩატარდა თბილისში 19-22 აპრილს და მასში მონაწილეობდა ადგილობრივი ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების 20 წარმომადგენელი.

აქტივობის შედეგად, ტრენინგის მონაწილეებმა შეძლეს გაეუმჯობესებინათ კომუნიკაციის, ინტერპერსონალური და რაც მთავარია პროექტის წერის უნარები. მათ ასევე მიიღეს დეტალური ინფორმაცია კონკრეტულად მიმდანარე საგრანტო კონკურსის პრიორიტეტებზე.  ტრენინგის ბოლოს მათ მოახერხეს საკუთარი საგრანტო წინადადების (Proposal) ის პირველი სამუშაო ვერსიის შედგენა. 

 

პროექტი "თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის" დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, და მას ახორციელებს ASB საქართველო პარტნიორ ორგანიზაციებთან ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან ერთად. 

 

23/04/2019