+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

საჯარო დებატი „კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაცია - ხელისშემშლელი ფაქტორები“

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “განათლება რეინტეგრაციისთვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად" ფარგლებში 2019 წლის 11 აპრილს, ზუგდიდში,   სასტუმროში  "გრანდ ჰოთელი", ორგანიზაციის „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“ (ASB) ინიციატივით ჩატარდება  საჯარო დებატი თემაზე „კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაცია - ხელისშემშლელი ფაქტორები“. 

ღონისძიებას დაესწრებიან  პრობაციის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს ბიუროს, დანაშაულის პრევენციის ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ოფისის, საგანმანათლებლო სექტორის, არასამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები, ასევე პროექტის ბენეფიციარები.

ღონისძიების მიზანია კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციის პროცესთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ საზოგადოების ინფორმირება. შეხვედრის მონაწილეები იმსჯელებენ პენიტენციური და პრობაციის სისტემებში მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროცესის გაუმჯობესების მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებზე. მონაწილეები ასევე განიხილავენ ორგანიზაცია ASB-ს მიერ ჩატარებული კვლევითი საქმიანობის  შედეგებს,  რომელიც ეხება  კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციის საერთაშორისო გამოცდილებას  და საუკეთესო პრაქტიკის წარმოჩენას.

პროექტი „განათლება რეინტეგრაციისთვის, გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად“  დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ახორციელებს ASB საქართველო პარტნიორ ორგანიზაციებთან CHCA და CSRDG ერთად.

 

15/04/2019