+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

საგრანტო კონკურსი

ASB საქართველო და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ აშშ მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით ახორციელებენ  პროექტს „დევნილი და მასპინძელი თემის ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში”. პროექტის მიზანია მეწარმეობისა და ნდობის აღდგენის მხარდაჭერა იძულებით გადაადგილებული პირების და მასპინძელი თემის წარმომადგენლების თვითკმარობის გაზრდის გზით.


საარსებო წყაროების გასაძლიერებლად, სამეწარმეო შესაძლებლობების და პოტენციალის გასაზრდელად, ბიზნეს საქმიანობის დასაწყებად ან/და გასაფართოებლად გაიცემა ბიზნეს გრანტები.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სამეგრელოში მცხოვრებ:

  • იძულებით გადაადგილებულ  პირებს
  • გამყოფი ხაზის სოფლების მოსახლეობას
  • კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას

პროექტი შესაძლებლად მიიჩნევს ჯგუფური განაცხადების დაფინანსებას, ჯგუფის შექმნის აუცილებლობის სათანადო დასაბუთების შემთხვევაში. უპირატესობა მიენიჭება ერთობლივ ბიზნეს ინიციატივებს, რომლებიც ითვალისწინებს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები პირების ჩართულობას.

პროექტი ითვალისწინებს ბენეფიციართა ფულად თანამონაწილეობას საერთო ინვესტიციის 5%-ის ოდენობით. გამონაკლის შემთხვევებში გრანტის გაცემაზე გადაწყვეტილების მიმღებს შეუძლია გაათავისუფლოს განმცხადებელი აღნიშნული ვალდებულებისაგან. 

გამარჯვებული ბიზნეს გეგმის ავტორები მიიღებენ მცირე გრანტს საშუალოდ 2000 აშშ დოლარის ოდენობით (მინ. 1000 - მაქს. 2500 აშშ დოლარი).

პროექტის ფარგლებში შესაძლებელია შემდეგი ხარჯების დაფინანსება:

დანადგარები / ტექნიკა
მასალა
მცირე მასშტაბის რემონტის ხარჯი

პროექტის ფარგლებში არ დაფინანსდება ხელფასები!

გეოგრაფიული არეალი - სამეგრელო

განაცხადების შეფასება მოხდება წინასწარ გაწერილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით:

კრიტერიუმი

მაქსიმალური წონა

 იდეის შესაბამისობა პროექტის მიზნებთან15
იდეის გამართულობა5
იდეის  ეკონომიკური ეფექტიანობა20
იდეის მოსალოდნელი სოციალური გავლენა15
სამუშაო ადგილების შექმნის პოტენციალი10
განმცხადებლის გამოცდილება15
სიცოცხლისუნარიანობა20
აფხაზურ პარტნიორთან თანამშრომლობის შესაძლებლობა5
ჯამი105

 

წინადადებების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით მისამართზე- LKIRIA@chca.org.ge

თემის (Subject) ველში აუცილებლად უნდა მიეთითოს „BPRM“. ხელით შევსებული განაცხადები არ განიხილება.

განაცხადების შემოტანის ბოლოო ვადაა 2019 წლის 21 აპრილი. დაგვიანებით შემოტანილი განაცხადები არ განიხილება.

პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ თანდართული სააპლიკაციო ფორმების შესაბამისად. გთხოვთ, გაეცნოთ და სრულად შეავსოთ ბიზნეს გეგმა, ბიუჯეტი, მოგება-ზარალისა და ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისები. შევსებისას შეგიძლიათ  იხელმძღვანელოთ შევსებული ფინანსური ცხრილების ნიმუშით.

08/04/2019