+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

ამბები 90-იანებიდან, ლირა არაჩემია

1990-იან წლებში ASB-ს ჰუმანიტარული მისია სამეგრელოს რეგიონის რამდენიმე ქალაქს მოიცავდა, პროექტების უმეტესი ნაწილი კი ქალაქ ფოთში ხორციელდებოდა. თუმცა, ASB-ს საქმიანობა ყურადღების მიღმა არც ზუგდიდის მაცხოვრებლებს დარჩენიათ; შედეგად, თანამოაზრენი ამ ქალაქშიც გავიჩინეთ.

ლირა არაჩემია იხსენებს, რომ 90-იან წლებში ზუგდიდის ჯანდაცვის მართვის განყოფილებაში მუშაობდა. აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირების შემოსვლის პარალელურად, ზუგდიდში პირველადი მოხმარების სამედიცინო საშუალებებზე მოთხოვნამაც იმატა.

„არც შესახვევი მასალა გვყოფნიდა, არც მედიკამენტები“ - იხსენებს ის.

ლირა ქალაქ ფოთში ASB-ს ჰუმანიტარული მისის შესახებ გარკვეულ ინფორმაციას ფლობდა და იცოდა, რომ ორგანიზაციას პირველადი მოხმარების სხვადასხვა პროდუქტთან ერთად რეგიონში მედიკამენტებიც შემოჰქონდა. არსებული დეფიციტის შემსუბუქების მიზნით ლირა ზუგდიდიდან ფოთში წავიდა და ASB-ს ჰუმანიტარული მისიის ადგილობრივ წარმომადგენლებს შეხვდა. ზუგდიდში არსებული მძიმე სოციო-ეკონომიკური სიტუაციის შესახებ ინფორმაცია ფოთშიც ჰქონდათ. ლირა იხსენებს რომ შესაძლებლობის ფარგლებში ASB-ს მისიის წარმომადგენლებმა პირველადი სამედიცინო დახმარების ნივთებით მოამარაგეს. ზუგდიდში დაბრუნებულმა სამედიცინო დეფიციტის რამდენადმე შემსუბუქება შეძლო. ASB-ს მიმართ, 90-იანი წლების ამ გამოცდილებით ნასაზრდოები, დადებითი დამოკიდებულება კი დღემდე გამოჰყვა.  


25/03/2019