+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

რეგიონული სამუშაო შეხვედრა

ASB საქართველომ ევროკავშირის მხარდაჭერით ბორჯომში გამართა სტრატეგიული სამუშაო შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საჭირო სერვისების სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ 60 მდე ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელი ისევე როგორც არასამთავრობო და შშმ პირთა ორგანიზაციებიდან.   (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; საქართველოს განათლების მეცნიერებისა კულტურისა და სპორტის  სამინისტრო; სოციალური მომსახურების სააგენტო; საქართველოს სახალხო დამცველი აპარატი; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი; თბილისის მერია)   

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს საქართველოში გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციით აღებული  ვალდებულებების შესრულების პროცესში არსებული გამოწვევებისა და წარმატებული მაგალითების შესახებ.  

 

პროექტი „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ახორციელებს ASB საქართველო პარტნიორ ორგანიზაციებთან „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ და „განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“ ერთად.

#NothingaboutusWithoutus

18/10/2018