+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

ტენდერი პროექტის წერის ტრენინგის ჩასატარებლად

ტენდერი პროექტის წერის ტრენინგის ჩასატარებლად სოციალური მომსახურების საკითხებზე

ASB - საქართველო აცხადებს ტენდერს, სოციალური მომსახურების საკითხებზე პროექტის წერის ტრენინგისთვის ტრენერის მომსახურების შესყიდვაზე.  ტრენინგები განხორციელდება პროექტის “ პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად“ ფარგლებში. ტრენინგის დროს, ორგანიზაციები ან საინიციატივო ჯგუფები ტრენერ(ებ)ის დახმარებით საკუთარ იდეებზე შეადგენენ სრულ საპროექტო განაცხადებს საგრანტო კონკურსზე წარსადგენად.

ინფორმაცია პროექტის შესახებ

2018 წლის 1 მარტიდან ASB საქართველო, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად - საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრ “აფხაზეთთან” და კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდთან ერთად  ახორციელებს პროექტს “პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად“. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობისა და ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის შემუშავებაში, განხორციელებასა და მონიტორინგში. პროექტის ხანგრძლივობაა 4 წელი.

კონკურსის მიზანი და ჩარჩო

ტენდერის მიზანია, შეირჩნენ ტრენერები, რომლებიც იმუშავებენ  სოციალური მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებთან, რათა დაეხმარონ  მათ საკუთარი იდეების საფუძველზე  შეიმუშავონ სრული საპროექტი განაცხადები სოციალური მომსახურების მიწოდებაზე კონკურსზე წარსადგენად.

 

ტრენერის მოვალეობები:

  • ჩაატაროს პრაქტიკული ხასიათის პროექტის წერის 4 დღიანი ტრენინგი სოციალური მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებთან, რომელზეც მონაწილეები ერთს მხრივ, გაიუმჯობესებენ პროექტის წერის ცოდნას და უნარებს, ხოლო მეორე მხრივ ადგილზე მოამზადებენ საკუთარ პროექტებს;
  • მოამზადოს სოციალური მომსახურების კონკურსის განაცხადის ფორმები პროექტის გუნდთან შეთანხმებით;
  • ტრენინგების დასრულების შემდეგ თითოეულ იდეას გაუწიოს ერთჯერადი დამატებითი კონსულტაცია, რაც გულისხმობს მომზადებული საპროექტო განაცხადების შემოწმებისა და მათზე კომენტარების მიწოდებას.
  • წარდგენილ პროექტებთან დაკავშირებით პროექტის განმახორციელებელ გუნდს გაუზიაროს მოსაზრებები და რეკომენდაციები

ვის შეუძლია მონაწილეობა?

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა ან ფიზიკურმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

ორგანიზაციები: 

  • ორგანიზაციის მოკლე აღწერილობა (მაქსიმუმ 1 გვერდი)
  • მოკლე ინფორმაცია პროექტის წერის ტრენინგების ჩატარების გამოცდილებასთან დაკავშირებით
  • ორი ორგანიზაციის დასახელება და ხელმძღვანელის საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებსაც ჩაუტარეთ აღნიშნული ტრენინგი
  • ტრენინგის საკითხების სავარაუდო ჩამონათვალი
  • მომსახურების ფასი 1 დღეზე

ფიზიკური პირები:

  • CV
  • მოკლე ინფორმაცია პროექტის წერის ტრენინგების ჩატარების გამოცდილებასთან დაკავშირებით
  • ორი ორგანიზაციის დასახელება და ხელმძღვანელის საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებსაც ჩაუტარეთ აღნიშნული ტრენინგი
  • ტრენინგის საკითხების სავარაუდო  ჩამონათვალი
  • მომსახურების ფასი 1 დღეზე

განაცხადების წარდგენის პროცედურა:

განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, თანდართულ ფაილებად, მისამართზე: application@asb.ge არაუგვიანეს  ა.წ. 14 ოქტომბრისა. თემის (Subject) ველში გთხოვთ მიუთითოთ “Application for SE Tender”. 

01/10/2018