+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

საგრანტო კონკურსი

პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად

ASB საქართველო არის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში საქმიანობს 2010 წლიდან და ახორციელებს პროექტებს სოციალური მომსახურების ხელშეწყობის მიმართულებით. ASB საქართველო, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთი” და კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი ახორციელებენ პროექტს “პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად“. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

შესავალი

პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობისა და ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის შემუშავებაში, განხორციელებასა და მონიტორინგში. პროექტის ხანგრძლივობაა 4 წელი. აღნიშნულ პროექტის ფარგლებში, ASB საქართველო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად აცხადებს საგრანტო კონკურსს, შემდეგი პირობებით:

კონკურსის მიზანი

ხელი შეუწყოს მაღალის ხარისხის სოციალური მომსახურების განვითარებას და მათზე მოწყვლადი კატეგორიების წვდომას. ასევე კონკურსი წაახალისებს საჯარო და კერძო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობას. 

ვის შეუძლია მონაწილეობა

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში არასამეწარმეო იურიდიულ პირებად რეგისტრირებულ სოციალური მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებს. 

დაფინანსების პირობები და ფარგლები

თითოეული პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 15 ათასი ევროს ექვივალენტს ლარში. პროექტის დაფინანსების აუცილებელი პირობაა ადგილობრივი ხელისუფლების მატერიალური თანამონაწილეობა, რომლის მინიმალური ზღვარი უნდა იყოს პროექტის საერთო ბიუჯეტის არანაკლებ 10%. უპირატესობა მიენიჭებათ იმ პროექტებს, სადაც ადგილობრივი ხელისუფლებას ექნება ფინანსური წვლილი.

 

პროექტის ფარგლებში შესაძლებელია შემდეგი ხარჯების დაფინანსება:

პერსონალის ხელფასი
მომსახურების მიწოდებისთვის აუცილებელი ტრანსპორტირების ხარჯი
დანადგარები / ტექნიკა
მომსახურების მიწოდებისთვის საჭირო მასალები
მცირე მასშატბის რემონტის ხარჯი
პროექტის ხილვადობისთვის საჭირო ხარჯები
მომსახურების მიწოდებისათვის საჭირო სხვა პირდაპირი ხარჯები

პროექტის ფარგლებში არ დაფინანსდება:

ერთჯერადი ღონისძიებები
ადმინისტრაციის ხელფასი
ხარჯები, რომელიც არ არის კავშირში სოციალური მომსახურების მიწოდებასთან

პროექტის ხანგრძლივობა

პროექტის ხანგრძლივობაა 12 თვე. პროექტის დროის უდიდესი ნაწილი უნდა დაეთმოს მომსახურების მიწოდებას. მოსამზადებელი სამუშაოებისათვის განკუთვნილი დროის მაქსიმალური ოდენობაა 3 თვე.

გეოგრაფიული არეალი

საქართველოს მასშტაბით, გარდა თბილისისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა

საპროექტო განაცხადების მიღებისა და განხილვის პროცესი

კონკურსი გაიმართება ორ ეტაპად:

I ეტაპზე კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ პროექტის იდეის მოკლე ანოტაცია (შესაბამისი ფორმა თან ახლავს განაცხადს).

II ეტაპზე გადასულ ორგანიზაციებს შესავსებად გადაეგზავნებათ სრული განაცხადის ფორმები. ამის გარდა ეს ორგანიზაციები მოწვეულნი იქნებიან პროექტის წერის ტრენინგზე, სადაც საშულება ექნებათ მოწვეული ექსპერტების დახმარებით საკუთარის იდეა აქციონ პროექტად.

განაცხადებს შეაფასებს და დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს საგრანტო კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებით და სფეროში მომუშავე ექსპერტებით.

წინადადებების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით მისამართზე application@asb.ge თემის (Subject) ველში აუცილებლად უნდა მიეთითოს „PPSP“. ხელით შევსებული განაცხადები არ განიხილება.

განაცხადების შემოტანის ბოლოო ვადაა 2018 წლის 21 ოქტომბერი. დაგვიანებით შემოტანილი განაცხადები არ განიხილება.

პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ თანდართული სააპლიკაციო ფორმის შესაბამისად.

განაცხადის შევსების ტექნიკური მოთხოვნები: შრიფტი -  სილფაენი, ზომა - 11, სტრიქონებს შორის მანძილი - 1.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ASB საქართველო

მისამართი: თბილისი, აბაშიძის ქუჩა N42, მესამე სადარბაზო, ბინა #28

ტელ: +995 32 2 29 00 06

ვებ გვერდი: asb.ge

ელფოსტა: application@asb.ge

საკონტაქტო პირი: ანი ნიქაბაძე

 

დაახლოებითი თარიღები და შეფასების კრიტერიუმები

საგრანტო განაცხადის ფორმა

 

01/10/2018