+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

გზამკვლევი სოციალური სერვისების მიწოდების შესახებ

სოციალური სერვისების ხარისხიანი და ეფექტური მიწოდება საქართველოში გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, სწორედ ამიტომ, ASB საქართველომ გამართა 2 დღიანი სამუშაო შეხვედრა სოციალური სერვისების მიწოდების შესახებ გზამკვლევის შემუშავების მიზნით. სამუშაო შეხვედრაში ჩართული იყვნენ  საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან, სოციალური მომსახურების სააგენტოდან, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან, იუსტიციის სამინისტროს დანაშულის პრევენციის ცენტრიდან, თბილისის საკრებულოდან ისევე როგორც  სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებიდან.

„პროექტის მთავარი მიზანი გახლავთ სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო ჯგუფის ხელშეწყობა, რათა ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულნი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ დონეზე.“ - პროექტის კოორდინატორი, ზვიად მოდებაძე.

                                                                                                                                         

„შეხვედრა საინტერესოა იმ მხრივ, რომ შეკრებილები ვართ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, ცენტრალური, ადგილობრივი ხელისუფლებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჩვენ ყველას გვაქვს განსხვავებული მოსაზრებები რომლებიც უნდა შევაჯეროთ და ერთობლივად ვიმუშაოთ იმ მიზნობრივ კატეგორიებზე, რომლებსაც ეს საჭიროება აქვს“- ნუცი ოდიშარია - ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

                                                                                                                                

შეხვედრის შედეგად მომზადდება გზამკვლევი, სადაც ასახული იქნება სისტემაში არსებული ხარვეზები და მოცემული იქნება მათი გადაჭრის გზები.

 პროექტი ‘პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად’ დაფინანსებულია ევროკაშირის მიერ და მას ახორციელებს ASB საქართველო, პარტნიორ ორგანიზაციებთან “CHCA” და “KRDF” ერთად.

 

21/09/2018