+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

როგორ მოვიქცეთ დამწვრობის დროს?

ASB აგრძელებს სასარგებლო რჩევების სერიას პირველადი დახმარებისა და კატასტროფის რისკის შემცირების შესახებ ინკლუზიური მიდგომით. ბუნებრივი კატასტროფები ხდება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე. სტიქიის ზონაში თითოეული ჩვენგანი შეიძლება აღმოვჩნდეთ. აქედან გამომდინარე, მზად უნდა ვიყოთ შესაბამისი და დროული ქმედებებისთვის.

დაიმახსოვრეთ

ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ სხეულიდან მოიშორეთ გადახურებული ან დამწვარი ტანსაცმელი. თუ სამოსი კანზე გეკრობათ, დაზიანებული ადგილის გარშემო მოხიეთ ან შემოჭერით ქსოვილი;

მოიხსენით სამკაული, ქამარი და მჭიდრო ტანსაცმელი;

გააჩერეთ სხეულის დამწვარი ადგილი (მხოლოდ დახურული ჭრილობის შემთხვევაში) გრილი (და არა ცივი) გამდინარე წყლის ქვეშ;

გამოიყენეთ კომპრესი, თუ წყალზე ხელი არ მიგიწვდებათ.

მითი და რეალობა

ცხელი საგნის მოშორების შემდეგაც კი დაზიანებულ ადგილზე მაღალი ტემპერატურა ნარჩუნდება. ბოლო დროს ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ დამწვრობის გამდინარე წყლით გაგრილებას მხოლოდ დროებითი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს, ამასთანავე კი მნიშვნელოვნად მოქმედებს სისხლის სხეულში ცირკულაციაზე, რასაც შესაძლოა გადაციება მოჰყვეს. ამიტომაცაა, რომ ღია დამწვრობის წყლით გაგრილება დაუშვებელია.

როგორ მოვუაროთ დამწვარ კანს       

  • სტერილური/არასტერილური ბინტით გაიკეთეთ მსუბუქი ნახვევი;
  • არ გახეთქოთ კანზე გაჩენილი ბუშტუკები;
  • არ წაისვათ კარაქი ან ზეთი, მოერიდეთ ყველა იმ ნივთიერების დამწვრობაზე მიკარებას, რომელმაც შესაძლოა ინფექცია გამოიწვიოს.

 

დამწვრობის მძიმე ფორმების დროს დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ში, რათა დროულად მიიღოთ პროფესიონალთა დახმარება.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და პირველადი დახმარების კურსზე ჩასაწერად ეწვიეთ საქართველოს სამარიტელთა კავშირის (SSK) ოფიციალურ გვერდს.

 

სერიის ფარგლებში მომზადებული სხვა სტატიები:

12/07/2018