+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად - პროექტის პრეზენტაცია

საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდმა (ASB) პარტნიორ ორგანიზაციებთან კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი  ერთად დაიწყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის  "პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად“ განხორციელება.

პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო ჩართულობისა და პარტნიორობის გაზრდას ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის შემუშავებაში, განხორციელებასა და მონიტორინგში.

2018 წლის 3 მაისს, კახეთში, თელავის სასტუმრო ‘ძველ თელავში“, პროექტის პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ კახეთის სამოქალაქო სექტორისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთაც საშუალება ჰქონდათ პროექტის კოორდინატორისა და ევროკავშირის წარმომადგენლისგან მიეღოთ ინფორმაცია პროექტის შესახებ და ჩაბმულიყვნენ დისკუსიაში.

„პროექტის ფარგლებში  მთელი რიგი ღონისძიების განხორციელება გვაქვს დაგეგმილი, რათა როგორც ქალაქებში, ასევე რეგიონებში და სოფლად მცხოვრები მოქალაქეები  გააქტიურდნენ, ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და საკუთარი პრიორიტეტები გააცნონ ადგილობრივ ხელისუფლებას. შედეგად პოლიტიკა იქნება ჩართულობითი. ეს კი ხელს შეუწყობს უკეთესი შედეგების მიღწევას’’  - აცხადებს პროექტის კოოდინატორი ზვიად მოდებაძე.

პროექტის მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპზე დაგეგმილია ზრუნვაზე ორიენტირებულ ორგანიზაციათა (CCC) ქსელის შესაძლებლობების განვითარება, პირველადი საჭიროებების შეფასება და ანალიზი,  ადვოკატირების სამუშაო შეხვედრები,  სამოქალაქო ჩართულობის შესახებ მედია კამპანიები ადგილობივ და ეროვნულ დონეზე, ტრენინგების ციკლი სოციალური მეწარმეობის შესახებ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა.

 

 

 

14/05/2018