+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

მიშოს ისტორია

მიშო სარაჯიშვილი ორგანიზაციის „საზოგადოებრივ ინტერესთა დაცვის ასოციაცია“ ბენეფიციარია. ის პროფესიონალების დახმარებით კომუნიკაციურ და მოტორულ უნარებს იუმჯობესებს.

ქვეყანას 6 თვეში მოვლენილ მიშოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აღმოაჩნდა: სხვების დახმარების გარეშე გადაადგილებას ვერ ახერხებდა, უჭირდა ღეჭვა და საუბარი. სოფო სარაჯიშვილი იხსენებს, რომ შვილისგან წინადადების, თუნდაც ცალკეული სიტყვების გაგონებას დიდხანს უცდიდა. სიტყვა, რომელსაც მიშო უკვე შეუფერხებლად ამბობს, სოფოსთვის მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან შვილისგან „დედას“ დაძახებას წლების განმავლობაში ელოდა.

„საქართველოს საზოგადოებრივ ინტერესთა დაცვის ასოციაცია“ მიშოს როგორც დღის ცენტრის, ასევე სახლში ვიზიტის მომსახურებას უწევს. პროფესიონალების დახმარებით მას ღეჭვის უნარები განუვითარდა, რეაგირებს საკუთარ სახელზე და დამოუკიდებლად წარმოთქვამს სიტყვებს. მიშოს სიარულისა და გარშემო მყოფებთან კომუნიკაციის სურვილიც გაუჩნდა.

ASB საქართველოს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა (CSRDG) და უკრაინის დამოუკიდებელი პოლიტიკური კვლევების ცენტრი (UCIPR)-ის პროექტმა „საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება სერვისების პოლიტიკის დიალოგში წვლილის შეტანისთვის საქართველოსა და უკრაინაში“, რომელიც ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული, 40 ორგანიზაცია დააფინანსა, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ან ხანდაზმულებს სხვადასხვა სახის სერვისებს სთავაზობს.

05/12/2017