+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

თემურის ისტორია პანკისიდან

თემურ მაჩალიკაშვილი შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობით დაიბადა და საქართველოში, პანკისის ხეობაში ცხოვრობს.  პანკისი საქართველოს ერთ-ერთი უღარიბესი ხეობაა და ბოლო ხანებში თემურს შეუწყდა მისთვის ფრიად საჭირო  სახელმწიფო დახმარება. მას შემდეგ ის დამოკიდებულია თავისი პატარა ფერმიდან გაყიდული პროდუქტებით მიღებულ შემოსავალზე.

თემურის ცხოვრება უკეთესობისკენ შემოტრიალდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ცენტრის გახსნის შემდეგ. როდესაც ცენტრის დადებით გავლენაზე საუბრობს, თემურის დედა აღნიშნვას:  „ის მოუსვენრადაა, როცა ავტობუსს ელოდება, რომელმაც ის ცენტრში უნდა წაიყვანოს. მას იქ ყოფნა ძალიან მოსწონს. თემურს უყვარს გაკვეთილები და თავისი მასწავლებლები“.

ახლა თემური თავის დროს ცენტრში, ხელნაკეთების დამზადებაში ატარებს. თემურმა აღმოაჩინა თავისი ყოველდღიური ცხოვრების განახლებული მიზანი. შესაძლოა, ყველაზე ფუნდამენტური ცვლილება მისთვის წერის შესწავლა იყო, რადგან მას ახლა შეუძლია საკუთარი ხელმოწერის დაფიქსირება ოფიციალურ და პირად დოკუმენტებზე. ის მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, თუ რა გავლენა იქონია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცენტრმა პანკისის ყველაზე უფრო მარგინალიზებულ მოსახლეობაზე.

მედინა-2015-ის დღის ცენტრი 2015 წელს, ASB-ს სოციალური მეწარმეობის პროგრამისა და მის ფარგლებში გადამზადების შედეგად გაიხსნა.  დღემდე ის რჩება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ერთადერთ დღის ცენტრად ახმეტის მუნიციპალიტეტში.

19/08/2016