+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

მედია კონკურსი „სოციალური საწარმოები დევნილთათვის საქართველოში"

საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB) და  საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი"   საქართველოს მასშტაბით იწყებს მედია კონკურსს თემაზე: „სოციალური საწარმოები დევნილთათვის საქართველოში". კონკურსის მიზანია შიდა ქართლში არსებული სოციალური საწარმოების შესახებ საზოგადოების ინტერესის გაზრდა და მედიის როლის გაძლიერება სოციალური მეწარმეობისა და სოციალური სერვისების კუთხით და ზოგადად თემის გარშემო საზოგადოების მეტი ჩართულობა.

კონკურსში მონაწილეობის მიღების საშუალება ეძლევათ ნებისმიერ ჟურნალისტს, რომელიც  მოამზადებს მასალას შიდა ქართლში არსებულ სოციალურ საწარმოების შესახებ. (მეტი ინფორმაცია არსებული საწარმოების შესახებ იხილეთ ამ ბმულზე)

კონკურსის თემაზე მომზადებული საუკეთესო ტელე, რადიო სიუჟეტისა და სტატიის ავტორებს  გამოავლენს დამოუკიდებელ ექსპერტთა გუნდი (ჟიური). ჟიურიში ჩართულები იქნებიან საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები. დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება  სექტემბრის თვეში, სადაც გამოვლინდება 3 საუკეთესო ნაშრომის ავტორი. გამარჯვებულ ავტორებს გადაეცემათ სპეციალური პრიზები და სერთიფიკატები. (პრიზი: საუკეთსო ტელე სიუჟეტისთვის;  პრიზი: საუკეთესო ბეჭდური / ონლაინ სტატიისთვის და პრიზი: საუკეთესო რადიო სიუჟეტისთვის).

კონკურსის ფინანსური მხარდამჭერია აშშ მთავრობა.

მასალის მოწოდების პირობები და ვადები: მომზადებული მასალა გთხოვთ მოგვაწოდოთ 2016 წლის 2 სექტემბრის 18:00 სთ-მდე შემდეგ ელექტორნულ მისამართზე t.johnson@asb-georgia.org, ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე +995 598808618

გთხოვთ გადმოგზავნილ მასალას სათურში მიუთითოთ:  „მედია კონკურსი“.

29/06/2016