+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი პანკისის საკვირაო სკოლას აფინანსებს

საკვირაო სკოლა „მაცნე 2015“ დაარსდა ASB-ს პროგრამის ფარგლებში, რომელიც 2014-2015 წლებში განხორციელდა და პანკისში სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. ერთი წლის განმავლობაში ბავშვებს სოციალურად დაუცველი, იძულებით გადაადგილებული და დიდი ოჯახებიდან, საშუალება ჰქონდათ მიეღოთ სამოქალაქო განათლება, წაეკითხათ კლასგარეშე ლიტერატურა, ეყურებინათ საგანმანათლებლო სატელევიზიო გადაცემებისთვის და განეხილათ მათთვის საინტერესო თემები მასწავლებლებთან და თანატოლებთან ერთად.

პრეზიდენტის ფონდმა, პროექტისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის აღნიშნული სერვისის მიწოდების გაგრძელებისათვის, სკოლას 20 000 ლარი გამოუყო.

სოციალური საწარმო სოფელ დუმასტურში მდებარეობს და 20 ბავშვს ემსახურება. პრეზიდენტის ფინანსური მხარდაჭერის მოპოვების შემდეგ, მათი მიზანი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში დარეგისტრირება და მთავრობის ვაუჩერული დახმარების მიღებაა, რაც მათი მომავალი მდგრადი განვითარების გარანტი იქნება.

18/03/2016