+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

მედია დაჯილდოვება

სასტუმრო კოსტეში, პარასკევს, 30 ნოემბერს, მედია დაჯილდოვება გაიმართა. 

ღონისძიება ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის (ECHO) ფინანსური მხარდაჭერით, ASB-სა და ორგანიზაცია Save the Children-ის ორგანიზებით ჩატარდა. 
კონკურსი ბუნებრივ კატასტროფების რისკების შემცირების თემაზე მიმდინარე წლის ივნისში გამოცხადდა. მისი მიმდინარეობისას 30-მდე მედია ნამუშევარი მომზადდა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან. სპეციალურად შერჩეულმა, დამოუკიდებელი მედია ექსპერტების ჟიურიმ სამი საუკეთესო ნაშრომის ავტორი გამოავლინა.

  • I ადილი GD პედია-ს და მის ჟურნალისტს - ქეთო პაიჭაძეს ერგო, რომელმაც საკუთარი სიუჟეტი მიწისძვრის თემაზე მოამზადა.
  • II ადგილზე GURIA NEWS-ის ჟურნალისტის - თამთა კაკაურიძის ნამუშევარი გავიდა.
  • ასევე საუკეთესოებს შორის დასახელდა სალომე გოგოხიას სტატია „SOS”, რომელიც ასევე ბუნებრივი კატასტროფების თემაზე მოამზადა ჟურნალისტმა. 

საზეიმო ღონისძიებაზე გამარჯვებულები და კონკურსის მონაწილეები ორგანიზატორებმა სხვადასხვა წამახალისებელი პრიზებითა და დიპლომებით დააჯილდოვეს. 

მედია კონკურსი პროექტის „ჩვენ მზად ვართ! კატასტროფის რისკის შემცირება საქართველოს საბავშვო ბაღებში" ფარგლებში ჩატარდა. პროექტის მიზანია გაიზარდოს სკოლამდელი ასაკის ბავშვების, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისა და მათი აღმზრდელების დაცულობა და ინფორმირებულობა.

02/11/2015