+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

6 ახალი სოციალური საწარმო შიდა ქართლში

ექვსი ახალი სოციალური საწარმოს გახსნა 25 სექტემბერს ბორჯომში, სოციალურ ფორუმზე გაიმართა. შიდა ქართლის რეგიონში დაარსებული საწარმოების ნაწილი სოციალური სერვისების მიწოდებაზე, ხოლო ნაწილი ბიზნესზე ორიენტირებულია. საწარმოები გაიხსნა არბაითერ-სამარიტერ-ბუნდისა (ASB) და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთის პროექტის "სოციალური საწარმოები იძულებით გადააგდილებულ პირთათვის საქართველოში" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.

-------------------------------------------------------------------------------

საკვირაო სკოლა

ორგანიზაცია: "საკვირაო სკოლა"

პროექტის მიზანი: 

  • კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამები ახალგაზრდებისთვის;
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობა;
  • ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება;

საკვირაო სკოლა ტყვიავის თემში 140 ბენეფიციარს მოემსახურება, რომელთაგან 20 სოციალურად დაუცველი ოჯახებიდანაა, ხოლო დანარჩენი 120 - თემიდან. სერვისებს 6 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდა მიიღებს.

საკვირაო სკოლა ბენეფიციარებს სთავაზობს კომპიუტერული პროგრამების, უცხო ენების, ცეკვის, სიმღერისა და ხელსაქმის შემსწავლელ კურსებს. ასევე შეიქმნება ინკლუზიური ჯგუფი ადგილობრივი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებისთვის.

-------------------------------------------------------------------------------

სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება

სათემო ორგანიზაცია "ჩვენ ერთად შევძლებთ"

პროექტის მიზანი: ბერბუკის დასახლებაში მცხოვრები 6 წლამდე ასაკის ბავშვების სკოლამდელი განათლება (საბავშვო ბაღი).

ოჯახებს, სადაც 6 წლამდე ასაკის ბავშვი ცხოვრობს, არ აქვთ გორში ტრანსპორტირებისათვის საჭირო თანხა და რესურსი, რათა შეძლონ ბავშვების სკოლამდელ დაწესებულებაში ტარება. შედეგად, ბავშვები ვერ იღებენ სკოლამდელ განათლებას.

  • პროექტი უფასოდ მოემსახურება ბერბუკის დასახლებაში მცხოვრებ 30 ბავშვს;
  • ბავშვები მიიღებენ სკოლამდელ განათლებას და შეიძენენ სოციალურ უნარ-ჩვევებს;
  • ბაღში დასაქმდება ბერბუკის თემის მოსახლეობა;
  • გაძლიერდება ადგილობრივი სათემო ორგანიზაცია;

-------------------------------------------------------------------------------

ხანდაზმულთა თავშესაფარი - „სახლი საზღვრის გარეშე“

ორგანიზაცია "ჩვენი ხურვალეთი"

პროექტის მიზანი: განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ხანდაზმულთა მოვლა-პატრონობა

სოფელ ხურვალეთში და ხურვალეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში ბევრი მარტოხელა ხანდაზმული ცხოვრობს, რომელიც საჭიროებს ზრუნვას. რეგიონში არ არსებობს დაწესებულება, რომელიც ამ პრობლემაზე მუშაობს. 

ხანდაზმულთა თავშესაფარი ბენეფიციარებს სთავაზობს შემდეგ სერვისებს:

  • ხანდაზმულთა სადღეღამისო მოვლა - კვება, ჰიგიენა და ა.შ.
  • ექიმამდელი სამედიცინო დახმარების გაწევა.

საწყის ეტაპზე პროექტში ჩაერთვება 20 ბენეფიციარი.

-------------------------------------------------------------------------------

სარემონტო-სარესტავრაციო სახელოსნო

ორგანიზაცია "ლიახველი ოსტატები"

პროექტის მიზანია ვერხვების იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი და უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფა და კონფლიქტის ზონაში არსებული კულტურულ-ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობა;

პროექტის აქტივობები

  • სარემონტო-სარესტავრაციო სახელოსნოს დაარსება;
  • დაზიანებული კოტეჯების შეკეთება-რეაბილიტაცია;
  • ოსტატი-რესტავრატორების მომზადება და დასაქმების ხელშეწყობა;

პროექტის შედეგად

  • 10 სოციალურად დაუცველ ოჯახს შეუკეთდება საცხოვრისი;
  • ვერხვების იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში ჩატარდება კონსულტაციები კოტეჯების გამაგრებითი სამუშაოების საწარმოებლად;
  • გადამზადდება და სახელოსნოში დასაქმდება 6 ადგილობრივი ოსტატ-რესტავრატორი, მათ შორის ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი)
  • მოგების 20% მოხმარდება ქველმოქმედებას.

-------------------------------------------------------------------------------

მობილური ავტო სახელოსნო

ორგანიზაცია "მეჯვრისხევი 2015"

პროექტის მიზანი: იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩასახლებების და ბუფერული ზონის სოფლების მოსახლეობისათვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობებში მხარდაჭერა მათთვის მოძველებული ტექნიკის შეკეთების გზით

მობილური ავტო სახელოსნოს მუშაობის პრინციპი:

  • ავტო სახელოსნო მოწყობილი იქნება მიკროავტობუსში;
  • დასაქმდება 6 ადამიანი;
  • პროექტის პირდაპირი ბენეფიციარია 25 სოციალურად დაუცველი ოჯახი;
  • შესაძლებელი იქნება გამოძახებით სამიზნე სოფლებში გასვლა და ტექნიკის უსასყიდლოდ შეკეთება;
  • შესაძლებელი იქნება ავტო სახელოსნოს გამოძახება ნებისმიერი მსურველისთვის იგოეთი-ხაშურის მონაკვეთზე, რომელიც შეამცირებს სერვისის დროსა და ხარჯებს.

-------------------------------------------------------------------------------

ერგნეთის ნატურალური ყველის წარმოება

ორგანიზაცია „ერგნეთის რძის პროდუქტები“

სოფელი ერგნეთი მდებარეობს კონფლიქტის გამყოფ ხაზზე, საიდანაც ცხინვალი მდებარეობს რამოდენიმე ასეულ მეტრში. მოსახლეობას ჩამოეჭრა მიწები, შეუმცირდა საძოვრები და პირუტყვი.

პროექტის მიზანია:

  • ტრადიციული მეურნეობის აღორძინება (მეცხოველეობა, რძის პროდუქტების წარმოება);
  • ღარიბი მოსახლეობის დახმარება;
  • ადგილობრივების დასაქმება და სოფლის შენარჩუნება.

საწყის ეტაპზე წარმოებაში 5 ადამიანი დასაქმდება.

28/09/2015