+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

ბავშვებსაც შეუძლიათ დახმარება

სალომე ხუთი წლისაა და უკვე შეუძლია გადაარჩინოს სხვისი სიცოცხლე. მან იცის, თუ როგორ იმოქმედოს ხანძრის დროს და როგორ გაიყვანოს მეგობრები უსაფრთხო ადგილას მიწისძვრისას. ეს ყველაფერი მან შეისწავლა ASB-ს მიერ ორგანიზებულ კურსებში, რომელიც ჩატარდა საქართველოს საბავშვო ბაღებში. სალომეს ოჯახი . ყაზბეგის მთიდან ჩამოსულმა მეწყერმა გაანადგურა რუსეთ–საქართველოს დამაკავშრებელი გზა, შედეგად კი შვიდი ადამიანი დაიღუპა.

როგორ სწავლობს სალომე დაიცვას თავისი თავი და მეგობრები საგანგებო სიტუაციის დროს

სალომე ხუთი წლისაა და უკვე შეუძლია გადაარჩინოს სხვისი სიცოცხლე. მან იცის, თუ როგორ იმოქმედოს ხანძრის დროს და როგორ გაიყვანოს მეგობრები  უსაფრთხო ადგილას მიწისძვრისას. ეს ყველაფერი მან შეისწავლა ASB-ს მიერ ორგანიზებულ კურსებში, რომელიც ჩატარდა საქართველოს საბავშვო ბაღებში. სალომეს ოჯახი . ყაზბეგის მთიდან ჩამოსულმა მეწყერმა გაანადგურა რუსეთ–საქართველოს დამაკავშრებელი გზა, შედეგად კი შვიდი ადამიანი დაიღუპა.

შვილების მეშვეობით მშობლებიც სწავლობენ

სალომეს საბავშვო ბაღი მდებარეობს მთაში, სეისმურად აქტიურ ზონაში. რადგანაც აქ ხშირია მიწისძვრა, მეწყერი და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმები, ASB ახორციელებს მასშტაბურ ბუნებრივი კატასტროფების შემცირების პროგრამას.

მიდგომა, რომ თუნდაც პატარა ბავშვები ყოფილიყვნენ ჩართულნი ამ კურსებში, გამართლდა. „გაოცებული ვარ, რომ ჩემმა ქალიშვილმა უკვე იცის თუ როგორ დაიცვას თავი“, გვიყვება სალომეს დედა. „ამას გარდა მეც ვისწავლე რაღაც, რაც შესაძლო მიწისძვრის დროს ნამდვილად გამომადგება.“

ASB კატასტროფის რისკის შესამცირებელ პროგრამას საქართველოს 344 საბავშვო ბაღში ახორციელებს. ბავშვები თამაშის მეშვეობით სწავლობენ, თუ როგორ მოიქცნენ საგანგებო სიტუაციის დროს. ბავშვებმა მასწავლებლებთან ერთად შეთხზეს სიმღერები სხვადასხვა სახის საშიშროებისა და სწორი მოქმედების შესახებ. სალომეს საბავშვო ბაღში ახალგაზრდა მაშველებმა ჩაატარეს თეატრალური წარმოდგენა. სალომე პირველადი დახმარების ფარგლებში თავის უსინათლო მეგობარს შენობიდან ევაკუაციაში მოეხმარა. ASB საბავშვო ბაღის მასწავლებლებისთვისაც ახორციელებს პირველადი დახმარების კურსებს. ისინი სწავლობენ, თუ როგორ აღმოუჩნონ ბავშებს პირველადი დახმარება საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში.

ASB–ს გამოცდილება ინდონეზიიდან

საბავშვო ბაღების პროგრამაში ასევე შედის ევაკუაციის ტრენინგები ASB-ის ორგანიზებით. პროგრამის გათვალისწინებით, შენობებში დგება საგანგებო სიტუაციისთვის განკუთვნილი გასასვლელი ნიშნები და შენობას უტარდება სპეციალური სამუშაოები, რათა გასასვლელი გახდეს უსაფრთხო. ეს კონცეფცია ინდონეზიიდან მოდის, სადაც ASB რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობს სკოლებსა და საბავშვო ბაღებში კატასტროფის რისკის შემცირების პროგრამაზე. ამ გზით შესაძლებელია საინფორმაციო სახით დახმარება სხვადასხვა ქვეყნის კოლეგებთან.

ასე ეხმარება ASB

ბუნებრივი კატასტროფების, როგორიცაა მიწისძვრა, წყალდიდობა და ქარიშხალი, თავიდან აცილება შეუძლებელია. მაგრამ სწორი მომზადებით ჩვენ შეგვიძლია არასასიამოვნო შედეგების შემცირება.

19/09/2014