+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

ხანდაზმულთა შინმოვლა დაბა კაზრეთში

ქალბატონი ნანი ცხოვრობს მრავალსართულიან კორპუსში, არ ჰყავს ოჯახი და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია.რამოდენიმე წელია მას აღარ შეუძლია გავიდეს ეზოში და თავი დააღწიოს „ოთხ კედელს“. კორპუსში ლიფტი არ მუშაობს, ხოლო კიბეზე ჩამყვანი არავინ ჰყავს, რადგან მარტოხელაა.

ნანი დიაკონიძე 69 წლის ქალბატონია, რომელიც ცხოვრობს დაბა კაზრეთში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში. ის ერთ-ერთია მონაწილეა ხანდაზმულთა შინმოვლის პროეტიდან, რომელსაც ახორციელებს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა ინიციატივები“.

ქალბატონი ნანი ცხოვრობს მრავალსართულიან კორპუსში, არ ჰყავს ოჯახი და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. რამოდენიმე წელია მას აღარ შეუძლია გავიდეს ეზოში და თავი დააღწიოს „ოთხ კედელს“. კორპუსში ლიფტი არ მუშაობს, ხოლო კიბეზე ჩამყვანი არავინ ჰყავს, რადგან მარტოხელაა. 

მის ისედაც მძიმე სიტუაციას კიდევ უფრო ამძაფრებს ის ფაქტი, რომ არ აქვს ეტლი, გადაადგილდება ორი სკამის დახმარებით და წელს უკვე სამჯერ თუ ოთხჯერ გადმოვარდა სკამიდან გადაადგილების დროს. კიდევ კარგი რომ რამე არ მოიტეხა და თავი არ დაიშავა“ - ამბობს ქალბატონი მადონა ყაფლანიშვილი, „ქალთა ინიციატივების“ ხელმძღვანელი.

ქალბატონ ნანის კვირაში 3-4 ჯერ აკითხავენ პროექტის თანამშრომლები (ექთანი, მზრუნველი, მრეცხავი და ტექნიკური დამხმარე). ისინი უტარებენ ექთნის პირველად სამედიცინო მომსახურებას, ურეცხავენ სარეცხს, ულაგებენ სახლს, შეუძენენ პროდუქტს და მედიკამენტებს და ეხმარებიან სხვა ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაში. „მადლობა ღმერთს რომ გამოჩნდა ასეთი ხალხი ჩემს ცხოვრებაში. უკვე აღარ მიწევს ყოველდღე ვემათხოვრო მეზობლებს, რათა მომიტანონ პროდუქტები ან წამალი. ახლა ყოველ მეორე დღეს მაკითხავენ პროექტიდან და მეხმარებიან ყველანაირად, ამით გამიიოლეს ისედაც რთული ცხოვრება. თუმცა მთავარი პრობლემა მაინც მრჩება, რომ არ მაქვს ეტლი, რათა დამოუკიდებლად გადავადგილდე. ორი სკამით კი უკვე აღარ შემიძლია, ხელები აღარ მემორჩილება. გამგეობის წარმომადგენლებიდან უკვე მერამდენე წელია მპირდებიან გადმომცენ ეტლი, მაგრამ დაპირება ისევ დაპირებად რჩება“- ამბობს ნანი დიაკონიძე და დახმარებას ჩვენ გვთხოვს, რადგან სხვა გზა აღარ აქვს.

2014 წელს საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდისა და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაციის „თანხმობას“ მიერ ხორციელდება პროექტი ბოლნისის მუნიციპალიტეტში, რომელიც დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სოციალური მეწარმეობის განვითარებას ბოლნისის მუნიციპალიტეტში და დაამყაროს სოციალური პარტნიორობა კერძო და სამთავრობო სექტორს შორის.

პროექტის ფარგლებში 2014 წელს დაბა კაზრეთში დაარსდა სოციალური საწარმო, რომელიც ახორციელებს ხანდაზმულთა შინმოვლის სერვისს.

22/09/2014