+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

ადგილობრივი მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ვიზიტი ბოლნისის სოციალური საწარმოების მოსანახულებლად

2014 წლის 24 სექტემბერს პროექტის “ქვემო ქართლის რეგიონში საჯარო სტრუქტურებსა და არასამთვრობო სექტორს შორის სოციალური პარტნიორობის განვითარება“ ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და პროექტის ხელმძღვანელები ეწვივნენ სოციალურ საწარმოებს დაბა კაზრეთში და სოფელ ბოლნისში.

ვიზიტის მიზანი იყო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაცნობოდნენ საწარმოების მუშაობას. მათ იმსჯელეს საჯარო სტრუქტურებსა და არასამთავრობო სექტორს შორის სოციალური პარტნიორობის განვითარების შესახებ. ღონისძიებაში მონაწილეობდა 31 ადამიანი.

ვიზიტი განხორციელდა დაბა კაზრეთსა და სოფელ ბოლნისში არსებულ სოციალურ საწარმოებში. საჯარო მოხელეებმა თავად მოინახულეს შინმოვლის პროექტის ბენეფიციარები. უკიდურეს მდგომარეობაში მყოფ ყველა მარტოხელა მოხუცებულს ბოლნისის სოციალური სამსახურის უფროსი ერთჯერად დახმარებას დაჰპირდა. ასევე ნაყოფიერი შეხვედრა განხორციელდა სოფელ ბოლნისში, სადაც სკოლამდელი ასაკის ეთნიკურიად სომეხი ბავშვები ქართულ ენას სწავლობენ.

საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლებმა ცალსახად გამოთქვეს თავიანთი მოსაზრება, რომ საწაროების მუშაობა არ უნდა შეწყდეს, რადგან ბოლნისისთვის ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

შეხვედრის შედეგად ორმხრივად დადგინდა, რომ ჩატარდეს ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლებთან, რათა დაისახოს კონკრეტული გზები, თუ როგორ მოხდეს საწარმოების ხელშეწყობა.

24/09/2014