+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

ASB საქართველოს თანამშრომლების უსაფრთხოების ტრენინგი

2014 წლის 2 ოქტომბერს ASB საქართველოს თანამშრომლებს არაგვის ხეობაში ჩაუტარდათ უსაფრთხოების ტრენინგი.

ტრენინგის მიზანი იყო უსაფრთხოების პროცედურების გაცნობა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავება. თანამშრომლებს მიეწოდათ აუცილებელი თეორიული ინფორმაცია, რასაც თან ერთოდა ვიზუალური პრეზენტაცია ცეცხლმაქრის გამოყენების, მანქანის არასამანქანო გზაზე ტარების, ბორბლის შეცვლისა და დაცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების დაყენების შესახებ.

თეორიული მასალის გაცნობის შემდეგ ASB-ს თანამშრომლებს საშუალება ჰქონდათ ველზე, პრაქტიკულად გამოეცადათ ახალი უნარები.

03/10/2014