+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

სოციალური საწარმოს წარმომადგენლებს ჩაუტარდათ ტრენინგები პროექტის მართვაში

ამა წლის 15-17 ოქტომბერს პროექტის „ქვემო ქართლის რეგიონში საჯარო სტრუქტურებსა და არასამთავრობო სექტორს შორის სოციალური პარტნიორობის განვითარება“. პროექტს ახორციელებენ ASB და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ ევროკავშირის ფინანსური დახმარებით) მონაწილეებისათვის ჩატარდა სამდღიანი ტრენინგი თემაზე „პროექტის მართვის ციკლი“

ტრენინგი ჩაატარა CTC ტრენერმა  პავლე თვალიაშვილმა. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს პროექტის ფარგლებში დაარსებული სოციალური საწარმოების ხელმძღვანელებმა: კარინე ბეჟანიშვილი (ქვემო ქართლის ეთნოშორისი ერთობა), მანანა ლონდარიძე (ქალთა ინიციატივები), ლალი ყაველაშვილი და ლია გაბიძაშვილი (ქალი და სამყარო), სოფიო ბერია და ხატია ქარდავა (ასოციაცია თანხმობა). ტრენინგის მიზანია ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და პროექტის მდგრადობას. მსგავსი ტრენინგები მომავალშიც გაგრძელდება.

19/10/2014