+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

ბავშვები და ხანდაზმულები აღნიშნავენ კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღეს

“ჩვენ მზად ვართ! “ 22 ოქტომებრი 2014 წ., თბილისის ხანდაზმულთა პანტიონატი, 12:00 სთ.

მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, 12:00 საათზე, თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში იგეგმება თეატრალიზებული წარმოდგენა ბუნებრივი კატასტროფების თემაზე 91-ე საბავშო ბაღის აღსაზრდელებისა და  პანსიონატში მცხოვრები ხანდაზმულების მონაწილეობით და ტარდება  ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. ღონისძიების ორგანიზატორია გერმანული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB). ფინანსური მხარდამჭერები არიან ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტი (ECHO) და კოალიცია - გერმანია ეხმარება (Aktion Deutschland Hilft).

კატასტროფების რისკის შემცირების საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება და მისი მიზანია საზოგადოება იყოს უკეთ ინფორმირებული, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ დავიცვათ თავი ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ზიანისგან; ასევე არის ერთგავრი მოწოდება საზოგადოებისა და მთავრობისადმი, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღონ  მდგრადი თემების  ჩამოყალიბებაში.

2014 წლის თემა გახლავთ „ხანდაზმული ადამიანები და კატასტროფები“, რაც აქცენტს აკეთებს იმ ფაქტზე, რომ ხანდზაზმული ადამიანები უფრო მეტად უნდა იყვნენ ჩართულები კატასტროფის რისკის შემცირების ღონისძიებებში მათი გამოცდილების და ცოდნის გამოყენების გზით.

აღნიშნული ღონისძიება ხორციელდება „ჩვენ მზად ვართ! კატასროფის რისკის შემცირება საქართველოს საბავშვო ბაღებში“ პროგრამის ფარგლებში“, რომლის მიზანია გაზარდოს სკოლამდელი ასაკის ბავშვების, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისა და მათი აღმზრდელების დაცულობა და ინფორმირებულობა.

აღნიშნული ღონისძიება ხორციელდება ECHO-ს კატასტროფებისადმი მზადყოფნის პროგრამის DIPECHO-ს პარტნიორი ორგანიზაციების (საქართველოს წითელი ჯვარი, OXFAM, გადავარჩინოთ ბავშვები და ASB) კატასტროფის რისკის შემცირების კვირეულის ფარგლებში, კატასროფის შემცირების საერთაშორისო დღის, 13 ოქტომბრის აღსანიშნავად.

ASB-ს კატასტროფის რისკის შემცირების პროექტები ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტთან, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან  და  ადგილობრივ ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობითა და მხარდაჭერით.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობის წარმოამდგენლები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები, რომლებიც ჩართულები არიან  კატასტროფების  რისკის შემცირების სამუშაოებში.

21/10/2014